"სალომე ზურაბიშვილი გვეყოლება "გასაკოჭი", რომ ასეთი სისულელეები არ ილაპარაკოს"
"სალომე ზურაბიშვილი გვეყოლება "გასაკოჭი", რომ ასეთი სისულელეები არ ილაპარაკოს"
სალომე ზურაბიშვილი გვეყოლება "გასაკოჭი", ოღონდ ლინგვისტური თვალსაზრისით, რომ ასეთი სისულელეები არ ილაპარაკოს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტის ბოლო პერიოდის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ქვეყნის სირცხვილი და მომდევნო 6 წლის განმავლობაში ქვეყანას "ამ სირცხვილის ატანა" მოუწევს.

უგულავას შეფასებით, სალომე ზურაბშვილმა ტკბილი სიბერე მოიწყო და მას ქვეყანაზე არაფერი აინტერესებს.

"სალომე ზურაბიშვილი არის ჩვენი ქვეყნის ფორმალური
პრეზიდენტი, მაგრამ ჩვენი საერთო სირცხვილია. ჩვენ მოგვიწევს ამ სირცხვილის ატანა მომდევნო 6 წლის განმავლობაში. ჩვენი, როგორც საზოგადოების ამოცანა უნდა იყოს მინიმუმზე დავიყვანოთ ის ზიანი, რომელიც ამ სირცხვილმა შეიძლება მოგვაყენოს ჩვენ, როგორც ქვეყანას.

პირველივე ვიზიტიდან იყო სკანდალი და ინტრიგა. ვგულისხმობ, აზერბაიჯანსა და სომხეთს. ეს ლინგვისტური თუ
მენტალური პრობლემის გამო იყო, არ ვიცი, მაგრამ განაპირობა ბევრი კითხვა. ის, რაც არის ოფიციალური 90-იანი წლებიდან და რა ხაზიც აქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განვითარებული კონფლიქტებთან მიმართებაში აბსოლუტურად სხვა დისკუსი შესთავაზა. სიტყვა "ოკუპაცია" გამოიყენა უადგილოდ. ამან ცუდი რეაქცია და დაბნეულობა გამოიწვია. ყველას ესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ის ფიგურა, რომელიც რაღაცას წყვეტს ქვეყანაში, მაგრამ ის არის ფორმალურად პრეზიდენტი.


ჟარგონს გამოვიყენებ, სალომე ზურაბიშვილი გვეყოლება "გასაკოჭი", ოღონდ ლინგვისტური თვალსაზრისით, რომ ასეთი სისულელეები არ ილაპარაკოს. ჩვენ მეგობრებსა და პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, რომ ერთ ყურში შეუშვან და მეორედან გამოუშვან, იმიტომ, რომ რას ბჟუტურობს თვითონაც არ იცის.

იმ შუბებსა და მსგავს სისულელეებზე აღარაფერს ვიტყვი - როდის გავხდით ცხოველების დამცველებიო, როდესაც თქვა. ყოველი მისი სუნთქვა უკვე შეურაცხმყოფელი ხდება ამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის," - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოზიციის არარსებობის გამოც გააკრიტიკა.

"შუბაზე შეუძლია პოზიცია დააფიქსიროს და მოსამართლეებზე არა? ადამიანმა მოიწყო თბილი სიბერე. დავარქვათ ყველაფერს საკუთარი სახელი. ორი ფუნქცია აქვს პრეზიდენტს დარჩენილი, ერთი შეწყალება, მეორე მოქალაქეობის მინიჭების. ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ ორივე მთავრობამ მოამზადოს, მე მხოლოდ ფორმალურად მოვაწერ ხელსო. ანუ პასუხისმგებლობას პოლიტიკურს და სამართლებრივს არ ავიღებო. ეს ნიშნავს, რომ უფუნქციო ვარ, უნდა ვისეირნო შუბით, ვიარო და ვილაპარაკო სისულელეები ბიუჯეტის ხარჯზე და მოვიწყო ტკბილი სიბერე და რეალური პრობლემები არ მაინტერესებსო.

აბა რაში გვინდა ჩვენ პრეზიდენტი? - იმისთვის ხომ გვინდა, რომ როდესაც უჭირს მოქალაქეებს გვერდში დაუდგეს. კი ბევრი ფუნქცია არ აქვს, მაგრამ დარჩა მთავარი ფუნქცია და თითოეული მოქალაქის ადვოკატი უნდა იყოს.

თუ არაფერი აინტერესებს, კი ბატონო იაროს შუბით და სისულელეებს მაინც ნუ ილაპარაკებს. შევეგუოთ, რომ ხარჯი გაწეულია და ეს 6 წელი ზარატუსტრას ლეშივით უნდა საქართველომ და ქვეყანამ ვატაროთ.

მე პირადად არაფერს და სასიკეთოს არ ველოდები მისგან", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

ჯეიმს
21 მარტი 2019 11:24
დიდი ხნის გასაკოჭი ხართ მაგრამ ქვეყანას პატრონი არა ყავს
Grisho
20 მარტი 2019 15:30
ამ ქვეყნის სირცხვილი, ვინ არის კი გხედავ..

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ბიზნესგარემოს დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ბიზნესგარემოს დღეს საქართველოში?