"სააკაშვილის ადმინისტრაციამ ბავშვებს "სამი გოჭის" წიგნი რომ უყიდა, ეს კრიმინალი ყოფილა და ზურაბიშვილმა მუსიკოსს კლარნეტი რომ უყიდა, ეს დანაშაული არ არის?!" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ადმინისტრაციამ ბავშვებს "სამი გოჭის" წიგნი რომ უყიდა, ეს კრიმინალი ყოფილა და ზურაბიშვილმა მუსიკოსს კლარნეტი რომ უყიდა, ეს დანაშაული არ არის?!"

პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციამ ბავშვებს "სამი გოჭის" წიგნი რომ უყიდა, ეს კრიმინალი ყოფილა და სალომე ზურაბიშვილმა მუსიკოსს კლარნეტი რომ უყიდა, ეს დანაშაული არ არის?! - რა განსხვავებაა წიგნსა და კლარნეტს შორის? - აღნიშნული კითხვით მმართველ გუნდს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

გოცირიძის შეფასებით, სასამართლოში ე.წ.პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით სამარცხვინო პროცესი მიმდინარეობს, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის დევნის მიზანს ემსახურება.

"თემურ ჯანაშიას ოფიციალურად გაწეული ხარჯებისათვის ედავებიან. მისი შემცვლელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა, იგივე ხარჯების გამო ხელშეუხებელია. თურმე ერთი ადამიანის დროს გაწეული ხარჯი არის კრიმინალურ, მაგრამ მისი შემცვლელის დროს გაწეული ხარჯი, რომელსაც არ ასაჯაროებენ, კანონიერი ყოფილა. სამარცხვინოა, როცა ადამიანს ბავშვებისათვის წიგნების დარიგებაში ედავებიან. „სამი გოჭის" წიგნის დარიგება უკვე კომედიურ თემად იქცა. კომედიად იქცა, როცა ედავებიან ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე აზერბაიჯანულ სოფელში ცხვრის დაკვლისთვის", - მიმართა უმრავლესობას რომან გოცირიძემ.

"ინტერპრესნიუსი"