"დღეს დი­ლას დაგ­ვხვდა" - რა ფოტოებს აქვეყნებს პარლამენტიდან სერგო რატიანი - კვირის პალიტრა

"დღეს დი­ლას დაგ­ვხვდა" - რა ფოტოებს აქვეყნებს პარლამენტიდან სერგო რატიანი

"ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი სერგო რატიანი პარლამენტიდან ავრცელებს ფოტოებს, რომელზეც ასახულია ხმის მიცემის ინსტრუქცია.

"დღეს დილას დაგვხვდა. გვასწავლიან, ბარათი ჭრილში უნდა განთავსდეს... პარალელურად უნარების გამოცდაც გააუქმეს" - წერს რატიანი.

"ბარათი ჭრილში უნდა განთავსდეს ისე, რომ ჩიპი მოხვდეს ჭრილის მარცხენა მხარეს არსებული ისრის მიმართულებით. პულტის ჭრილში ბარათის მოთავსებისას, ჭრილის ზედა კუთხეში ნათურის წითელი ნათება გადავა მწვანეში, რაც მიანიშნებს, რომ სისტემამ მიიღო ბარათის კოდი. რეგისტრაციისა და კენჭისყრის დროს, ბარათი ყოველთვის აღნიშნულ ჭრილში უნდა იყოს მოთავსებული" - ვკითხულობთ ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის ინსტრუქციის ბარათში. გაგრძელება