"ირაკლი კობახიძე არ არის პოლიტიკური ფიგურა, ის არის ივანიშვილის ნების აღმასრულებელი ხუთოსანი" - კვირის პალიტრა

"ირაკლი კობახიძე არ არის პოლიტიკური ფიგურა, ის არის ივანიშვილის ნების აღმასრულებელი ხუთოსანი"

ირაკლი კობახიძე არ არის პოლიტიკური ფიგურა, ის არის ბიძინა ივანიშვილის ნების აღმასრულებელი ხუთოსანი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ მოსამართლეების შერჩევის პროცესის კომენტირებისას განაცხადა.

„როგორც ჩანს, ჩვენ ვერ გავაგებინებთ ხალხის დაკვეთას კობახიძეს. ჩვენ უნდა მოვბილიზდეთ, რომ ძალიან ძვირი უნდა იყოს ჩინჩალაძის და მურუსიძის დასმა უზენაეს სასამართლოში. ამაში ამ პოლიტიკურმა ძალამ ძალიან ძვირი უნდა გადაიხადოს. არ ვაპირებ ამ ყველაფერს თავი დავანებო და ჩინჩალაძე, მურუსიძე და გვრიტიშვილი შევაყვანინო უზენაეს სასამართლოში. სასწორზე დევს ჩვენი შვილების მომავალი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

"ინტერპრესნიუსი"