ოთარ კახიძე თეა წულუკიანს: "ხომ აქვს საზღვარი ცინიზმს, უტიფრობასა და ტყუილებს?"
ოთარ კახიძე თეა წულუკიანს: "ხომ აქვს საზღვარი ცინიზმს, უტიფრობასა და ტყუილებს?"
როგორ აფასებთ თქვენს წარმატებად ღია მმართველობის პარტნიორობის სფეროს? - ხომ აქვს საზღვარი ცინიზმს, უტიფრობასა და ტყუილებს?! - ამ შეკითხვით იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

ოთარ კახიძემ წულუკიანს მოუწოდა, უმრავლესობას უთხრას სიმართლე იმის შესახებ, რომ მას ყველა ორგანიზაციამ ბოიკოტი გამოუცხადა და შედეგად სამდივნოს ხელმძღვანელობა პრემიერ-მინისტრის აპარატს გადაეცა.

"თქვენ ისაუბრეთ, რომ თურმე წარმატებები გქონიათ ღია მმართველობის პარტნიორობის სფეროში. ახლა გახსნილი მაქვს ღია მმართველობის პარტნიორობის
ვებ-გვერდი. ამ ვებ-გვერდზე გასული წლის ნოემბერში უკლებლივ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ვინც ამ სფეროშია ჩართული, გაგზავნილი აქვს წერილი, სადაც ამ პროცესიდან თქვენს ჩამოცილებას ითხოვენ. თქვენს წინააღმდეგ გაილაშქრა ყველამ. საპასუხოდ გაგზავნილია თქვენი პასუხები, თუ როგორი "ნაციონალები"
არიან "საერთაშორისო გამჭვირვალობის" თანამშრომლები. საბოლოოდ ეს როგორ დასრულდა? შემთხვევით თქვენ ხომ არ ჩამოგართვეს სამდივნოს ხელმძღვანელობა და ხომ არ გადასცეს მთავრობის აპარატს?" - მიმართა წულუკიანს ოთარ კახიძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები