"ირაკლი კობახიძის მოსატყუებელი კბილები ამოცლილი გვაქვს"
"ირაკლი კობახიძის მოსატყუებელი კბილები ამოცლილი გვაქვს"
ირაკლი კობახიძის მოსატყუებელი კბილები ამოცლილი გვაქვს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება.

ანა დოლიძის თქმით, მას კობახიძის არ სჯერა, რადგან მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის დასკვნა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე არ გაითვალისწინა.

"ირაკლი კობახიძის მოსატყუებელი კბილები ამოცლილი გვაქვს. ბოლო მომენტში თვალსა და ხელშუა
დაარღვიეს პირობა ვენეციის კომისიასთან, რომელზეც ნათქვამი ჰქონდათ- რასაც ვენეციის კომისია იტყვის, რომ არ ვარგა, არ შევასრულებთო. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ გადადით პროპორციულ არჩევნებზეო და ამის მიუხედავად, ბოლო მომენტში, მდინარაძე და კობახიძე გამოვიდნენ დასჯილი ბავშვებივით და თქვეს, რომ ჩვენივე გუნდში არ გვქონდა შეთანხმებაო. ამ უპასუხისმგებლობის მერე
როგორ შეიძლება ვენეციის კომისიაზე მათი მხრიდან აპელირება?!",-განაცხადა ანა დოლიძემ


"ინტერპრესნიუსი"

America
21 მარტი 2019 12:07
ერთადერთი "გმირი" საქართველოში ეს ყოფილა დანარჩენები მტრები ვყოფილვართ ჩვენი ქვეყნის.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები