"გადავიხდით იმ გადასახადებს, რითიც უნდა შევინახოთ მისი ოფისი, ვოიაჟები, მაკიაჟის რაღაც ხარჯები, ყველაფერს გადავიხდით, ოღონდ, გაჩუმდეს" - კვირის პალიტრა

"გადავიხდით იმ გადასახადებს, რითიც უნდა შევინახოთ მისი ოფისი, ვოიაჟები, მაკიაჟის რაღაც ხარჯები, ყველაფერს გადავიხდით, ოღონდ, გაჩუმდეს"

უმორჩილესად ვთხოვდი, თუ უნდა, პირადად ვეახლები და ისე ვთხოვ, იქნებ, შემდეგი წლების განმავლობაში საერთოდ ხმა არ ამოიღოს და დადუმდეს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მისამართით განაცხადა. ის ზურაბიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილმა ნახევრად დაცლილი ცხინვალი დაბომბა.

"გადავიხდით იმ გადასახადებს, რითიც უნდა შევინახოთ მისი ოფისი, მისი ვოიაჟები, მისი მაკიაჟის რაღაც ხარჯები, ყველაფერს გადავიხდით, ოღონდ, გაჩუმდეს და ასეთ რაღაცეებზე საერთოდ არ ილაპარაკოს. ილაპარაკოს იგივე თანამედროვე ხელოვნებაზე, იქნებ საკუთარი ქვეყნის მიმართ მავნებლობა აღარ გამოამჟღავნოს ასეთი რიტორიკით. მივალ და ვთხოვ პირადად, მოწიწებითაც ვთხოვ, არამარტო ჩემი სახელით, სხვების სახელითაც, იქნებ დადუმდეს ასეთ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"