ვინ მიანიჭა პრივილეგია ხაზარაძეს - რას აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი? - კვირის პალიტრა

ვინ მიანიჭა პრივილეგია ხაზარაძეს - რას აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი?

ეს იყო ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტი და მთავრობა გარკვეულწილად ტყვეობაში აღმოჩნდა, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ მიანიჭა პრივილეგია ხაზარაძეს, გახარიამ უპასუხა: „მთავრობამ, სამწუხაროდ. უბრალოდ, აიღეთ და შეხედეთ, რამდენჯერ იყო მაგალითად, გარკვეული ვალდებულებების გადავადება მთავრობაზე გამოტანილი კონკრეტული კომპანიისთვის. რა არის სხვა პრივილეგია?", - განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე: მთავრობამ ანუ კვირიკაშვილმა? - გახარიამ უპასუხა: „მათ შორის. მეც მათ შორის“.

„იმიტომ, რომ ეს იყო ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტი და მთავრობა გარკვეულწილად ტყვეობაში აღმოჩნდა ყველაფრის ამის. ეს გადავადებები ხდებოდა ერთხელ და ორჯერ არა და ეს არ ეხება მხოლოდ ანაკლიას, ეს ეხება სხვა პროექტებსაც. არ მინდა ახლა აქ დეტალებზე საუბარი, თქვენ მე მასაუბრებთ როგორც ეკონომიკის მინისტრს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ "ტვპირველის“ ეთერში.