დღეს, თბილისის დროით, 18:00 საათზე გახდება ცნობილი, ვინ გახდება Global Teacher Prize - ის გამარჯვებული - კვირის პალიტრა

დღეს, თბილისის დროით, 18:00 საათზე გახდება ცნობილი, ვინ გახდება Global Teacher Prize - ის გამარჯვებული

"მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს" "ფეისბუქის" გვერდზე ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე გადაღებული ფოტოები გამოქვეყნდა. პედაგოგები, მათ შორის ლადო აფხაზავა, ფოტოებზე ჰოლივუდის ვარსკვლავთან, ავსტრალიელ მსახიობთან ჰიუ ჯეკმანთან ერთად არიან გადაღებული.

დაჯილდოების დასკვნითი ცერემონიალი, სადაც საპრიზო, პირველი ადგილის მფლობელი გახდება ცნობილი, დღეს, თბილისის დროით, 18:00 საათზე გაიმართება. აქვე აღსანიშნავია, რომ ლადო აფხაზავას საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც Global Teacher Prize-ის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, სოციალური ქსელების მომხმარებელთა ყველაზე დიდი ნახვა და დადებითი გამოხმაურებები უფიქსირდება.

ვლადიმერ აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია.

დემოკრატია, როგორც კომბოსტო