რა შემთხვევაში დაკარგავს ქვეყანა ანაკლიის პროექტს - რას აცხადებს მამუკა ხაზარაძე? - კვირის პალიტრა

რა შემთხვევაში დაკარგავს ქვეყანა ანაკლიის პროექტს - რას აცხადებს მამუკა ხაზარაძე?

თუ ანაკლიის პორტის პროექტი იმ გათვლებით გადაიდება, რომ ახალი ტენდერი გამოცხადდება ან 600 მილიონს თვითონ სახელწიფო ჩადებს,

ქვეყანა პროექტს დაკარგავს, - ამის შესახებ "თიბისი ჯგუფისა" და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძე იმასაც ამბობს, რომ თუკი პროექტი ახლა არ განხორციელდება, ის გადაიდება ან საერთოდ არ განხორციელდება.

"სამწუხაროა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით ერთხელ ვარ შეხვედრილი ინფრასტრუქტურის მინისტრს. მას შემდგომ ჩემი მონაწილეობით შეხვედრა არ გამართულა. პირიქით, სახელმწიფო უნდა იყოს მოწადინებული ამ პროექტის განხორციელება", - განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც ბიზნესმენის აცხადებს, ვიღაცას უნდა მონათლოს, რომ ანაკლიის პორტი მამუკა ხაზარაძის პროექტი.

"ეს არ არის მამუკა ხაზარაძის პროექტი. ეს არის თითოეული ჩვენთაგანის პროექტი. თუ ჩვენ ეს დრო დავკარგეთ, პირდაპირ გეუბნებით, პროექტი ან გადაიდება რამდენიმე წლით ან საერთოდ არ განხორციელდება. მე ამას მთელი სერიოზულობით ვამბობ ", - აღნიშნა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, თუ პროექტი გადაიდება იმ გათვლებით, რომ ახალი ტენდერი გამოცხადება ან 600 მილიონს თვითონ სახელწიფო ჩადებს, ქვეყანა პროექტს დაკარგავს.

"ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ვარ აქ და ჩემს გარეშე სხვას არ შეუძლია ამის კეთება. მეგა პროექტების კეთებას აქვს "მომენტუმი" და "მომენტუმი" დგება ბევრი შემადგენელი ფაქტორისაგან. ეს არის გეოპოლიტიკური, ეს არის ბანკების მზაობა, ქვეყნის მზაობა, რომ მხარში დაუდგეს ამ პროექტს, ეს არის კერძო ინვეტორების მზაობა, რისკების აღება იმაზე, რომ 4 კილომეტრში შენ კონფლიქტის ზონა გაქვს. . როგორც კი ეს გადაიდება იმ გაწყობით, რომ ახალ ტენდერს ჩავატარებთ, 600 მილიონი რა არის, ჩვენ თვითონ ჩავდებთ - ესა არის ტყუილი და ჩვენ ამ პროექტს დავკარგავთ. მე აქ არ ვლაპარაკობ იმ დანაკარგზე, რასაც მე და ჩემი ჯგუფი განვიცდით, რადგან ეს არაფერი არ იქნება იმ დანაკარგთან მიმართებაში, რასაც საქართველო ნახავს ამ პროექტის დაკარგვით - ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.