"ღმერთმა დამიფაროს, ვიღაცას ცილი დავწამო, გახარიამ სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია წერილი" - კვირის პალიტრა

"ღმერთმა დამიფაროს, ვიღაცას ცილი დავწამო, გახარიამ სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია წერილი"

ღმერთმა დამიფაროს, რომ ვიღაცას ცილი დავწამო, რა ინტერესი უნდა იყოს. მე არც პოლიტიკოსი ვარ, არც დაინტერესებული მხარე ვარ, რომ რაღაც თანამდებობა მინდოდეს ვიღაცის და ინტრიგებში ვიყო ჩართული, ეს გამორიცხულია,- ასე გამოეხმაურა "თიბისი ბანკის"დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომ მას ბიზნესმენისთვის წერილი არ გაუგზავნია.

"ის წერილი ვისგანაც მივიღეთ, მე ის დავასახელე. ვინ დაწერა, ერთად დაიწერა, ვიღაცამ დაბეჭდა, ვიღაცა კარნახობდა - მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. მე გუშინ მოვისმინე ინფორმაცია, წერილი არ გამომიგზავნია და ა.შ. არსებობს მნიშვნელოვანი ამბავი. როცა მე რაღაცას ვყვები, პრინციპი მოყოლის არის ის, რომ ვთქვა ის, რაც გადამხდა. არანაირი ინტერესი არ მაქვს, ღმერთმა დამიფაროს, რომ ვიღაცას ცილი დავწამო, რა ინტერესი უნდა იყოს. მე არც პოლიტიკოსი ვარ, არც დაინტერესებული მხარე ვარ, რომ რაღაც თანამდებობა მინდოდეს ვიღაცის და ინტრიგებში ვიყო ჩართული, ეს გამორიცხულია. ვიღაცამ, ამ შემთხვევაში მინისტრმა ეს მიიღო შეურაცხყოფად თუ არ მიიღო. მე ვთქვი, რადგან რომ ღირსების შელახვად ჩავთვალე ის, რაც ჩემს თავს ხდებოდა. როცა შენ ხარ ინტერესის ობიექტი, გაქვს შენი პრინციპები და ვიღაცა შენ ცილს გწამებს, რაც არ უნდა დაუხვეწავი იყოს კანონმდებლობა, შენ სასამართლო პირობებით უნდა დაასაბუთო და დაიცვა შენი თავი. არსებობს მუნდირის ღირსება და ამ მუნდირის ღირსების დაცვა თუ უნდათ, იმიტომ, რომ ისე გამოვიდა, რომ მას წერილი არ გამოუგზავნია და მე ვცრუობ, ამიტომ ეს მუნდირის ღირსება უნდა დაიცვას სასამართლოში. მას თუ უნდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია. მე სატელევიზიო კინკლაობას აღარ ვაპირებ, დანარჩენი თვითონ გადაწყვტიონ“,- განაცხადა ხაზარაძემ "რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა "ფორბსის კვირისთვის"მიცემულ ინტერვიუში. .