ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისს ეწვია - კვირის პალიტრა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისს ეწვია

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკვე თბილისშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

ნატო-ს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს: საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთანდა პარლამენტის წევრებთან.

სტოლტენბერგი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.

სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში 25 მარტს დასრულდება.

"ინტერპრესნიუსი"