"გვენეტაძემ ერთხელ მითხრა, რომ ვიჩხუბო და მერე ვიღაცამ ხელი შემომარტყას, რა გავაკეთოო?!" - ნინო გვენეტაძის ექსთანაშემწის სკანდალური ინტერვიუ
"გვენეტაძემ ერთხელ მითხრა, რომ ვიჩხუბო და მერე ვიღაცამ ხელი შემომარტყას, რა გავაკეთოო?!" - ნინო გვენეტაძის ექსთანაშემწის სკანდალური ინტერვიუ
ფოტო:ნინო გვენეტაძე
"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში უზენაესი სასამართლოს ექსთავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე, კახა წიქარიშვილი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს და ფაქტობრივად კლანის ანატომიას შიფრავს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

კახა წიქარიშვილი:

- 2012 წლის შემდეგ მოსამართლეებს მიეცათ გაცილებით მეტი თავისუფლება, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს ჰქონდათ, თუმცა, სადაც ხელისუფლების ინტერესია, გადაწყვეტილება წინასწარ უნდა შეუთანხმდეს სასამართლოში არსებულ კოორდინატორებს.

- ვინ ასრულებდა კოორდინატორების როლს?
- კლანი. მართვის ეს სტილი მოითხოვს ვიწრო ჯგუფის არსებობას, რომელიც არაფორმალური მეთოდებით მართავს სასამართლოს. ისინი
უკავშირდებიან ერთმანეთს, შემდეგ მოსამართლეებს და ასრულებენ გარედან მიღებულ შეკვეთებს.
კახა წიქარიშვილი
არ დაგვავიწყდეს ამ სისტემაში კუბლაშვილის როლი. ჩემი ინფორმაციით, ის საქმეების გარიგების პირდაპირ კომუნიკაციაში არ იყო ჩართული, თუმცა კლანთან თანამშრომლობდა.

- ჩინჩალაძე მოსამართლეებს პირადად უკავშირდება?

- ადეიშვილს კავშირი ჰქონდა
ჩინჩალაძესთან და შემდეგ მისი მეშვეობით სასამართლოს თავმჯდომარეებს უკავშირდებოდა; ანუ ჩინჩალაძე იყო სისტემაში მთავარი კოორდინატორი, რომელიც უზრუნველყოფდა მოსამართლეების მორჩილებასა და პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას.


- "ოცნების" მთავრობიდან ადეიშვილი ვინ ჩაანაცვლა?
- 2012 წელს ეს ჯაჭვი გაწყდა, რადგან ადეიშვილი აღარ იყო იუსტიციის მინისტრი, "ოცნებას" კი სასამართლოზე ზეგავლენა აღარ ჰქონდა. შესაბამისად, მმართველი კლანი დაორგანიზდა და 2013 წელს ხელისუფლებას პირველი ბრძოლა მოუგო. კერძოდ, ჩატარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, სადაც ყველა სამოსამართლო პოსტი კლანმა ჩაიგდო ხელში. ამის შემდეგ დაიწყო ხელისუფლების საკანონმდებლო ჭიდილი კლანთან. მათ შორის იყო ინიციატივა, რომ ნაფიც მსაჯულებს განეხილათ მაღალჩინოსნების საქმეები, რადგან მოსამართლეებს არ ენდობოდნენ. ასევე წარმოდგენილი იყო კანონპროექტი, რომლითაც სასამართლოს თავმჯდომარეებს ვადამდე უნდა შესწყვეტოდათ უფლებამოსილება და ახალი თავმჯდომარეები თავად მოსამართლეებს აერჩიათ.
2015 წელს, როდესაც ნინო გვენეტაძე მოვიდა, მას "აწყობილი" სისტემა დახვდა, დალაგებული ძალთა ბალანსითა და სტრუქტურებით.

...
შემდეგ კლანის ხელმძღვანელები, მურუსიძე და ჩინჩალაძე, გავიდნენ კავშირზე ხელისუფლების ნდობით აღჭურვილ პირებთან.

- კონკრეტულად, ვისთან?
- სავარაუდოდ, ვანო ზარდიაშვილსა და მამუკა მდინარაძესთან. ჩანს, ზარდიაშვილი შემაერთებელი რგოლია, სწორედ ამიტომ მოიპოვა ასეთი გავლენა "ოცნებაში". მან სასამართლოზე აიღო პასუხისმგებლობა და თქვა, რომ სასამართლოს დაალაგებდა.

- ანუ ადეიშვილი ზარდიაშვილმა ჩაანაცვლა?

- შეიძლება ასეც ითქვას, ოღონდ მცირე განსხვავებით - ადეიშვილი უფრო დიქტატორი იყო, ზარდიაშვილი კი მომლაპარაკებელია.

გვენეტაძის მოსვლის დროს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ხელისუფლებისა და კლანის მოლაპარაკება. გვენეტაძეს სამოქმედო ტერიტორია ჰქონდა. მან დაიწყო კიდეც მოქმედება სისტემაში გავლენის მოსაპოვებლად, თუმცა არ გამოუვიდა.

...
2015 წლის ბოლოს კი გვენეტაძე ამბობდა, მითხრეს, ამ საკითხში უკან დაიხიეო; ანუ მთავრობიდან მოვიდა თხოვნა, რომ უკან დაგვეხია, არადა, ეს პრინციპული საკითხი იყო. მაშინ ნინოს ვუთხარი, რომ ამას მოჰყვებოდა შემდგომი დათმობები, შემოტევები და ა.შ. სამწუხაროდ, მან მაინც უკან დაიხია და ეს იყო პირველი აშკარა მარცხი კლანთან ბრძოლაში, რასაც მოჰყვა კლანის გამარჯვება.

- რატომ დათმო გვენეტაძემ?

- შემიძლია მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვა. როგორც ჩანს, ამ დროს ხელისუფლებამ დაასრულა კლანთან მოლაპარაკება, გაარკვია ყველა საკითხი და გვენეტაძეს უთხრეს, შენ ხელს გვიშლი მოლაპარაკებაში, ამიტომაც განზე გადექიო.
...
შეხვედრებზე გვენეტაძე ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა. ცდილობდა, გაეტანა ის იდეები და ინიციატივები, რაც ჰქონდა. განსაკუთრებით დიდი დაპირისპირება მოსამართლეთა კორპუსთან იყო დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის გამო, თუმცა გვენეტაძემ ეს საკითხი მაინც გაიტანა, მაგრამ ინსპექტორი მისგან დამოუკიდებლად დანიშნეს, ანუ გვენეტაძემ ვერ მოახდინა გავლენა დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევაზე. გვენეტაძეს საბჭოში კამათსა და დაპირისპირებაში უწევდა მუშაობა. ერთხელ მითხრა, შენ რომ აქ ზიხარ და მაქეზებ, შენი თავი წარმოიდგინე ჩემს ადგილას, რომ ვიჩხუბო და მერე ვიღაცამ ხელი შემომარტყას, რა გავაკეთოო?!

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად
ალექს
29 მარტი 2019 09:18
საბჭოთა სამართლის სისტემა სსრკ გასაკეთილშობილებლად კი არ შეიქმნა და სამართლიანობის ზეიმის გასამართად ,ის გამარტივებული წესით მასიური რეპრესიის იარაღი იყო -სასამართლო შტამპავდა სახელმწიფო ზედამხედველ პროკურორის დავალებით განსაკულაკებელ "იმას დახვრეტა, ამას ჩამოხრჩობა" ვერდიქტებს რიგითი შერისხულების წინააღმდეგ "სოციალიზმისა და საკეთილდღეოდ" ,სოციალიზმში და კომუნიზმშიც კი ის კასტა იყო,რომლის ღვიძლი შვილებიცაა წულუკიანი ,ბესელია,ბოკერია,სააკაშვილი და ნათელაშვილი,ხოლო დასაჭერები იყვნენ ჩვეულებრივი მოკვდავნი ,უკვდავების ვინაობაც ხომ იცით ?!
სასამართლო იყო და არის ინსტრუმენტი მმართველი კასტის საკეთილდღეოდ და ამავე დროს სახალხო მასის მორჩილებაში საყოლად,ჰოოოდა სასამართლოს დამოუკიდებლობას რეჟიმი არ დააცდის ,მართვადი სასამართლო სჭირდება რეჟიმს ,ესაა სულ,მერე ხელი ხელს და პირსაც დაბანს ,პირი თავზეა ,ზოგის თავში კი დემოკრატიული იდეებია და ის მოსამართლეობას აქ ვერ ეღირსება,მერკანტილური თავია საჭირო,კომფორმისტული,თორემ იურისტის დიპლომი ვედრა მანეთადაა,ზნეობაა ვედროთი რომ არ იყიდება,ზნეობა მიისწრაფვის რა ზესფეროებისაკენ წარმოშობს რწმენას ,ურომლისოდაც სამართალი არ დადგება,მოსამართლის რწმენა ,დიახ !
ახლა მანდ მოსამართლე ჩინჩალაძე იქნება ,კობახიძე თუ კახიძე ,სულერთია !
ქართველი თემიდა , აქ ბრმა, ყრუ და გაბახებულია !
ეკა
26 მარტი 2019 11:52
საკმაოდ ლოგიკურია
ALONZO
25 მარტი 2019 14:13
ამ, კახა წიქარიშვილს სამუდამოს უნდა აეკრძალოს არათუ მართსაჯულებაში, საერთოდ საჯარო სამსახურში ყოფნა. გვენეტაძეს პრესავდნენ და ეს ხელს უწყობდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
15-07-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა