"ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში კანდიდატად ცნობილი ექიმი ლადო კახაძე წარადგინა - კვირის პალიტრა

"ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში კანდიდატად ცნობილი ექიმი ლადო კახაძე წარადგინა

მთაწმინდის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცნობილი ექიმი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე იქნება. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მანამდე "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენელი აღარ ჰყავს.

იხილეთ ასევე: "პირველად რომ დავინახე, დავმალე, რომ მომეწონა, 7 წლის შემდეგ ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი. ჩემთვის რუსუდანია დიდი ფარი"

"ინტერპრესნიუსი"