"ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, როგორიც დღეს გამოვლინდა" - კვირის პალიტრა

"ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, როგორიც დღეს გამოვლინდა"

ამ დიდებულ და გამართულ ძალაში ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი მყავს. მართალი გითხრათ, პირადად ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, როგორიც დღეს გამოვლინდა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან "ქართულ ოცნებას" ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობა მისთვის დიდი პატივია.

"ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა "ქართულ ოცნებას" ამ ნდობისთვის. დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის წარდგინების ჟამს. დიდი მადლობა თქვენ. მართლა პატივია ჩემს ასაკში, გარკვეული ცხოვრება გამოვლის შემდეგ, განსაკუთრებული ქალაქის გამორჩეული და ულამაზესი რაიონის მაჟორიტარობა და აქ დაგროვილი პრობლემატიკის საკანონმდებლო სივრცეში მიტანა, ანალიზი, გამოსავლის მოძიება. თბილისი განსაკუთრებული ქალაქია, როგორც მოსახლეობით, ასევე იმ პრობლემატიკით, რომელიც ამ უძველეს ქალაქს უდგას, განსაკუთრებით, ძველ რაიონებს. ეს პრობლემები, გაანალიზებლი, გასიგრძეგანებული, დოკუმენტირებული იქნება პარლამენტში აღქმული. ჩემს საარჩევნო კამპანიას ვიწყებ იმით, რომ ღირსეულ ადამიანებთან მომიწევს ურთიერთობა. ჩვენ მოწოდებული ვიქნებით, ერთმანეთთან შევიდეთ პოლემიკაში და ეს პოლემიკა იყოს იმ ენაზე მოუბარი, რომელიც მოსახლეობის მიერ კარგად აღიქმება," - განაცხადა ლადო კახაძემ.

მედიასთან საუბრისას ლადო კახაძემ ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის და ბიძინა ივანიშვილი იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც მშობლების მიმართ პატივისცემა არ დაუკარგავთ.

"ამ დიდებულ და გამართულ ძალაში ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი მყავს. მართალი გითხრათ, პირადად ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, როგორიც დღეს გამოვლინდა და დადასტრუდა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, რომლებსაც მშობლების მიმართ პატივისცემა და დიდი კდება არ დაგვიკარგავს, ასევე არ დაგვიკარგავს შვილების მიმართ განსაკურებული მზრუნველობა," - აღნიშნა ლადო კახაძემ.

"ინტერპრესნიუსი"