"შალვა შავგულიძეს კი აქვს ძლიერი მუხლები და კარგი ზურგი, მაგრამ..." - როგორ აფასებს კონკურენტებს ლადო კახაძე - კვირის პალიტრა

"შალვა შავგულიძეს კი აქვს ძლიერი მუხლები და კარგი ზურგი, მაგრამ..." - როგორ აფასებს კონკურენტებს ლადო კახაძე

"ქართული ოცნების" მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ  "პალიტრა ნიუსის" გადაცემა  "საღამოს ნიუსრუმში" განაცხადა, რომ მასსა და სხვა კანდიდატებს შორის გამარჯვებულს ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუმცა სასტარტო პირობები მას უკეთესი აქვს.

"შალვა შავგულიძეს კი აქვს ძლიერი მუხლები და კარგი ზურგი, მაგრამ სასტარტო პირობები მასთან შედარებით ჩემთვის უფრო იოლია" - აცხადებს ლადო კახაძე.