"მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ" - ყოფილი თანაგუნდელების რინგი სოცქსელში - კვირის პალიტრა

"მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ" - ყოფილი თანაგუნდელების რინგი სოცქსელში

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე ყოფილ თანაგუნდელს, გიგი უგულავას გამოეხმაურა:

"გუშინ გიგი უგულავა გვარამიასთან სულ იმეორებდა "არაა სააკაშვილი ფორმაშიო"..რა თქმა უნდა, მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა და ძვირფასო გიგი, გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს, ამასთანავე მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე,მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები,ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე" - წერს მიხეილ საკაშვილი სოციალურ ქსელში.

აღნიშნული პოსტის კომენტრებში კი გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილს საპასუხოდ დაუწერა:

"მე მხოლოდ გამიხარდება თუ კარგ ფორმაში იქნები და მკვდართან შეჯიბრი არ მომიწევს. საუკეთესო სურვილებით".