"პარტიასთან შეთანხმებული მაქვს, რომ ექიმის ხალათს არ გავიხდი" - კვირის პალიტრა

"პარტიასთან შეთანხმებული მაქვს, რომ ექიმის ხალათს არ გავიხდი"

ჩემი გააქტიურება ჟურნალისტების დამსახურებაა, - ამის შესახებ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლადო კახაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის მადლობელია ჟურნალისტების, რადგან აქტიური მოვლენების შეფასების დროს სწორედ მათ გახადეს.

"ის აქტიურობები, რომელშიც მონაწილე გამხადეთ მოვლენათა შეფასების დროს, ეს ეხებოდა ადგილობრივ თუ ზოგად პრობლემებს, ჟურნალისტების დამსახურებაა", - აღნიშნა კახაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლადო კახიძის თქმითვე, პოლიტიკური საქმიანობის მიუხედავად, ის ხალათს არ გაიხდის და პაციენტებთან მუშაობას განაგრძობს.

"პაციენტებს ჩვეულებრივ, ყოველდღიურად შევხვდები, თუმცა დრო წინ გადმოიწევს, რის გამოც ბოდიშს მოვუხდი. პარტიასთან შეთანხმებული მაქვს, რომ ხალათს არ ვიხდი“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს ექიმი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე იყრის. შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში 19 მაისს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"