"ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით იმიტომ, რომ ის არის პარტიის ლიდერი" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით იმიტომ, რომ ის არის პარტიის ლიდერი"

ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, გუნდში არსებულ დაპირისპირებაში დგას თუ არა ბიძინა ივანიშვილი მის გვერდით.

„ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით იმიტომ, რომ ის არის პარტიის ლიდერი. ასე მარტივადაა ეს ყველაფერი და ბუნებრივია, სხვა ალტერნატივა ამას არ აქვს. როცა გუნდს ჰყავს ლიდერი, ბუნებრივია, გუნდის წევრები უნდა დადგნენ გუნდის ლიდერთან ერთად. ეს არის რეალური სურათი და ამას შეტრიალება არ სჭირდება. არასწორია ამ სურათის შეტრიალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"