რუსეთი ოკუპანტია !
"პუტინმა სამი საათი გვალოდინა - ეს მისი ხრიკია, როცა უცხოელი ლიდერების წონასწორობიდან გამოყვანა და მათი დამცირება სურს"
"პუტინმა სამი საათი გვალოდინა - ეს მისი ხრიკია, როცა უცხოელი ლიდერების წონასწორობიდან გამოყვანა და მათი დამცირება სურს"
ამერიკულ გამოცემაში «The Atlantic» გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "როგორ გაფუჭდა ურთიერთობა აშშ-სა და რუსეთს შორის". აშშ-ის ცნობილ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი - უილიამ ბერნსი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში 2005-2008 წლებში - მსჯელობს იმაზე, თუ რატომ გაუარესდა ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობა, ასევე, ის იხსენებს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრას:

"2006 წლის ოქტომბერში მე კონდოლიზა რაისთან ერთად ვმონაწილეობდი ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებაში, მოსკოვის ახლოს მდებარე მის რეზიდენციაში.
რუსეთის პრეზიდენტმა სამი საათი გვალოდინა - ეს მისი სტანდარტული ხრიკი იყო, რომლითაც იგი სარგებლობდა ხოლმე, როცა უცხოელი ლიდერების წონასწორობიდან გამოყვანა და მათი დამცირება სურდა.

კონდოლიზა რაისი ვლადიმირ პუტინს მოთმინებით ელოდა, სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ტელევიზორში სპორტულ არხს უყურებდა: მას რაიმე უკმაყოფილობის ან გაღიზიანების ნიშანი არ გამოუმჟღავნებია.
ბოლოს, როგორც იქნა, რუსეთის პრეზიდენტი გამოჩნდა და ყურადღება დაგვითმო. საუბარი მშვიდად მიმდინარეობდა მანამდე, ვიდრე კონდოლიზა რაისი არ შეეხო რუსეთის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, მოსკოვ- თბილისს შორის დაძაბულობის ზრდასა და პრონატოურ-პროდასავლელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ისევე როგორც რუსული პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი, ვლადიმირ პუტინიც ელოდა პატივისცემას თავისი პატარა მეზობლების მხრიდან, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ურყევი იყო.

ვლადიმირ პუტინიდან მომდინარე "შიშისმომგვრელი აურა" მისი თავშეკავებული მანერებით, დაყენებული ხმითა და დაჟინებული მზერით ყალიბდება. როცა მას საკუთარი თვალსაზრისის დამტკიცება სურს, იგი უფრო გამოცოცხლდება ხოლმე: თვალებს აელვარებს და ხმას უწევს.

როცა მის რეზიდენციაში ანთებულ ბუხართან ვიდექით, ვლადიმირ პუტინი თითით დაიმუქრა და გაგვაფრთხილა, - თუ მიხეილ სააკაშვილი რაიმეს დაიწყებს, მას უკვე ჩვენ დავამთავრებთო. მის გვერდით მდგომი კონდოლიზა რაისი თავისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის წყალობით ვლადიმირ პუტინზე რამდენიმე სანტიმეტრით მაღალი ჩანდა და ის, რომ პრეზიდენტს სახელმწიფო მდივნისათვის დაბლიდან ყურება უწევდა, ვლადიმირ პუტინის განწყობას უფრო აუარესებდა", - წერს უილიამ ბერნსი. (იხილეთ სრულად)


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?