"სალომე ზურაბიშვილის პოზიცია სწორია, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ რუსეთი ჟენევის ფორმატის შეცვლაზე წავიდეს"
"სალომე ზურაბიშვილის პოზიცია სწორია, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ რუსეთი ჟენევის ფორმატის შეცვლაზე წავიდეს"
პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჟენევის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მისასალმებელია, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ რუსეთი ჟენევის ფორმატის შინაარსის ცვლილებას დათანხმდეს, რა ცვლილებაშიც მას მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

"რასაკვირველია, პრეზიდენტის ეს მოსაზრება, მისასალმებელია. ეს არის სწორი პოზიცია პრეზიდენტისა, რომელიც სხვასაც გამოუთქვამს მანამდე, საქართველოს ხელისუფლების წრმომადგენლებს, საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მაგრამ ლობირება ის არის, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს რუსეთს და ეჭვი მეპარება, რომ რუსეთი
წავიდეს ჟენევის ფორმატის შინაარსის შეცვლაზე, ისე კი ვერ ამაღლდება დონე, ვერ გაიმართება დიალოგი, თუმცა, ცდა ყოველთვის ჯობს უმოქმედობას. ვფიქრობ, რომ ცდა არის სწორი, გეზი არის სწორი. მართალია, ეჭვი მეპარება დადებით შედეგში, მაგრამ მუშაობა მაინც საჭიროა.

რაც შეეხება ტრიბუნას, რომელსაც ახსენებდა პრეზიდენტი, შეიძლება იგულისხმებოდეს გაეროს ტრიბუნა,
ევროკავშირის ტრიბუნა და ბუნებრივია, გამოსაყენებელია ეს ტრიბუნები, მაგრამ როგორი შედეგი ექნება, ვერ გეტყვით", - განაცხადა მამუკა არეშიძემ "ინტერპრესნიუსთან".

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ჟენევის ფორმატის გადახედვის აუცილებლობაზე განცხადება რამდენჯერმე გააკეთა, მათ შორის, გუშინ, "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი "უფრო მაღალი დონის დიალოგით უნდა შეიცვალოს", ვინაიდან აღნიშნული ფორმატით არ შეგვიძლია გადავჭრათ კონფლიქტი, რადგან ის მხოლოდ ტექნიკური საკითხებით არის დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (1)
მარი
05 აპრილი 2019 12:32
ჟენევის ფორმატი სრულ ფიქციად იქცა, პრაქტიკულად ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფორმატში არსებული საკითხების განხილვამდე მივიდა . ისე, ისთი ხალხია დაკავებული კონფლიქტებით, რომ რუკაზეც ვერ გაჩვენებენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს და არსებულ მდგომარეობაზე კი, ლაპარაკიც ზედმეტია :(((((((

div>
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა