"მამუკა მდინარაძემ, შემთხვევით, ჩემთან გამოაგზავნა ჩემი სალანძღავი ტექსტი. ვერ გავასაჯაროებ გზავნილს, რადგან ..." - კვირის პალიტრა

"მამუკა მდინარაძემ, შემთხვევით, ჩემთან გამოაგზავნა ჩემი სალანძღავი ტექსტი. ვერ გავასაჯაროებ გზავნილს, რადგან ..."

დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, მამუკა მდინარაძემ მისი სალანძღავი გზავნილი, რომლის გაგზავნაც სხვებისთვის უნდოდა, შემთხვევით მას გაუგზავნა. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, სწორედ ამიტომ კეთდებოდა მის საწინააღმდეგოდ დღეს ერთნაირი განცხადებები საკანონმდებლო ორგანოში.

დეპუტატი კონკრეტული გზავნილის გასაჯაროებისგან თავს იკავებს, რასაც პერსონალურ მონაცემთა დაცვით ხსნის.

"მამუკა მდინარაძემ, შემთხვევით, ჩემთან გამოაგზავნა ჩემი სალანძღავი ტექსტი, რომელსაც სხვებს უგზავნიდა. მივწერე მე მამუკას და დაიწყო ბოდიშების მოხდა, მაგრამ არ მჭირდება მე არც მისი და არც პარლამენტის თავმჯდომარის ბოდიში. სამარცხვინოა რაც ხდება, სახე აქვთ დაკარგული. როგორც ჩანს, ამიტომ დამწკრივდნენ და აკეთებდნენ დღეს ერთნაირ განცხადებებს. ვერ გავასაჯაროებ გზავნილს, რადგან პერსონალურ მონაცემს შეიცავს მაინც, თუმცა თავადაც არ უარყოფს ამ ყველაფერს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსი"