ცნობილია ჯანდაცვის სამინისტროს 4-პუნქტიანი გეგმის დეტალები - როგორ გეგმავს უწყება სოცმუშაკების პრობლემების გადაჭრას? - კვირის პალიტრა

ცნობილია ჯანდაცვის სამინისტროს 4-პუნქტიანი გეგმის დეტალები - როგორ გეგმავს უწყება სოცმუშაკების პრობლემების გადაჭრას?

ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა, რომლითაც უწყება სოციალური მუშაკების პრობლემების გადაჭრას გეგმავს, 4 ძირითადპუნქტს მოიცავს. ესენია: სოციალური მუშაკების სამუშაობის რაოდენობრივი და თვისობრივი მოცულობის გადახედვა, უკუკავშირის და კომუნიკაციის გაძლიერება, ტექნიკური ხელშეწყობა, ,პროფესიული მხარდაჭერა .

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული გეგმა, რომელიც უშუალოდ სოციალური მუშაკების ჩართულობით შემუშავდა, ნაწილობრივ უკვე განხორციელდა და მასზე მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 4-პუნქტიანი გეგმა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს.

"პირველი პუნქტი სოციალური მუშაკების სამუშაობის რაოდენობრივი და თვისობრივი მოცულობის გადახედვას გულისხმობს, ამ პუნქტის ფარგლებში იგეგმება ადმინისტრაციული საქმეების სხვა თანანმშრომლებზე გადანაწილება, ამასთან უკვე დამტკიცებულია ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 2 აპრილამდე ყველა ტერიტორიულ ერთეულში უნდა გამოიყოს 1 ან 2 სპეციალისტი, რომლებიც განახორციელებს ადმინისტრაციულ საქმეებს, როგორიცაა სოციალური პროგრამების განცხადების მიღება, ვაუჩერის ბეჭდვა, გაცემა, ხელშეკრულებების ბაზაში ასახვა ა.შ. ამ პუნქტშივე მოიაზრება სხვა უწყებებთან თანამშრომლობის გაძლიერება და კოორდინაცია,რომ დაიზოგოს სოციალური მუშაკის რესურსი.აქვე საუბარია სამხარაულთან ურთიერთობის გამარტივებაზე, კერძოდ ელექტრონულ რეჟიმში ხელმოწერებზე, რათა სოციალურ მუშაკებს აღარ მოუხდეთ ხელმოწერებისთვის სამხარაულის ბიუროში მისვლა. ასევე, სამუშაო ფორმატში განიხილება საკითხი, რომელიც შეეხება საპროცესო წარმომადგენლობის ბიზნესს პროცესის დახვეწასა და უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნას. ამჟამად მიმდინარეობს მანდატურის ფსიქოლოგიურ და სოციალურ სამსახურთან კოორდინაციის გაუმჯობესება, ასევე სოციალური მუშაკების დამატება - მიმდინარეობს გასაუბრებების პროცესი არსებულ და დამატებით 30 ვაკანსიაზე. იგეგმება ვაკანსიების შევსება, რაც გულისხმობს მოთხოვნების გადახედვას, ტერიტორიული უფროსებისა და დასაქმების დეპარტამენტების მიერ ვაკანსიების პოპულარიზაციას. რაც შეეხება ფისქოლოგების და იურისტების ვაკანსიების შევსებას, 1 ფსიქოლოგი ემატება თბილისს, რეორგანიზაციის ფარგლებში 2 იურისტი თბილისს და თითო სამხარეო ცენტრებს დაემატება. პირველი პუნქტი ასევე ითვალისწინებს დამატებით, 20 საპროცესო სოციალური მუშაკის აყვანას.

მეორე პუნქტი უკუკავშირისა და კომუნიკაციის გაძლიერებას უკავშირდება, მის ფარგლებში დაგეგმილია სააგენტოში შიდა სტრუქტურის დახვეწა და გაძლიერება, რათა მოხდეს ტერიტორიულ ერთეულებში ხელმძღვანელების უფრო აქტიური ჩართვა სოციალური მუშაკების სამუშაოში, ცენტრალური აპარატსა და ტერიტორიული ერთეულებს უკუკავშირის სისტემის დახვეწა. დამუშავების პროცესშია ტერიტორიული ერთეულების უფროსების სამუშაო აღწერილობის გადახედვის საკითხი. უკვე არსებობს კომუნიკაციის და უკუკავშირის გაძლიერება სამინისტროსთან შექმნილია საბჭო, სადაც წარმოდგენილები არიან სოციალური მუშაკები და სამინისტროს და სააგენტოს ხელმძღვანელი პირები. აპრილის დასაწყისში ბავშვთა კეთილდღეობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება იგეგმება. მიმდინარეობს მუშაობა ინტეგრირებული მონიტორინგის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე.

მესამე პუნქტია ტექნიკური ხელშეწყობა, სადაც საუბარია ინფრასტრუქტურის ტექნიკური მხარდაჭერის გაუმჯობესებაზე. ამასთან, უკვე გამოცხადდა ტენდერები ტერიტორიული ერთეულებში ტექნიკური აღწერისთვის და კონფიდენციალური საუბრის ოთახის მოსაწყობად. აქვე საუბარია ტრანსპორტით უზრუნველყოფუს ხელშეწყობაზე და იგეგმება ელექტრონული მართვის სისტემის გაუმჯობესება.

მეოთხე პუნქტში აქცენტი გაკეთებულია პროფესიულ მხარდაჭერაზე. მის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობს სააგენტოში პროფესიული სუპერვიზიის სამმართველოს შექმნაზე, ასევე მიმდინარეობს რეგიონული საბჭოების მუშაობის ანალიზი და საჭიროებისამებრ ცვლილების შეტანა იგეგმება. 29 მარტს მოხდება ფუნქციების გაწერა, თანამშრომლების რაოდენობაზე შეთანხმება. საუბარია მეთოდოლოგიურ მხარდაჭერაზეც , რაც გულისხმობს სამუშაო ინსტრუმენტების საჭიროებისამებრ განახლებას.

"ინტერპრესნიუსი"