"მე ჩემ წვლილს ვხედავ, რომ შედგეს პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც 2020 წელს მიაღწევს გამარჯვებას" - კვირის პალიტრა

"მე ჩემ წვლილს ვხედავ, რომ შედგეს პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც 2020 წელს მიაღწევს გამარჯვებას"

"დაიცავი საქართველოს" ლიდერი დავით მაღრაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრებს იხსენებს და აცხადებს რომ მათი ბოლო შეხვედრები უშედეგო იყო.

"პალიტრანიუსის" გადაცემის "360 გრადუსის" წამყვანის კითხვაზე, უცდია, თუ არა მას ბიძინა ივანიშვილისთვის საზოგადოებაში არსებული რეალური განწყობების გაცნობა, მაღრაძემ უპასუხა, რომ უცდია.

"როდესაც მქონდა შეხვედრები, მიცდია, ნაყოფი რომ მეგრძნო, რომ ჩემი გულის წუხილი გაგებულია, იქნებ გაგრძელებაც მეცადა, მაგრამ არ მიგრძვნია. არც ვიცი, რატომ უნდა გაიმარჯვოს 2020 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილმა, ან თუ გაიმარჯვებს, მე რატომ უნდა ვიგრძნო თავი გამარჯვებულად, ესეც არ ვიცი. ამიტომ ვეცდები, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეიქმნას ისეთი მოძრაობა (ეს არ იქნება ჩაკეტილი ორგანიზაცია, სადაც ნაბრძოლი ხალხი შევიკრიბებით და ჩავიკეტებით, პირიქით ძალიან გახსნილი ორგანიზაცია იქნება), რომელსაც გადავცემთ ესტაფედასავით იმ ხალხს, ვისაც სურვილი ექნება სამართლიანობის აღდგენის. მე არა მგონია, რომ ახალი მეც და სხვაც, პოლიტიკური პროცესების ლიდერებად და მმართველებად გამოვდგეთ", - განაცხადა დავით მაღრაძემ და იქვე დასძინა, რომ ლიდერები ბუნებრივად უნდა გამოიკვეთოს.

"მე ჩემ წვლილს ვხედავ, რომ შედგეს პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც 2020 წელს მიაღწევს გამარჯვებას და იმ ხალხის გულისთქმას მიიტანს პოლიტიკაში, რომელისთვისაც სულერთი არ იყო სამართლიანობის აღდგენა", - განაცხადა მაღარაძემ.

"დაიცავი საქართველოს" ლიდერის თქმით, ის შეხვედრებს მართავს "ქართული ოცნების" რიგებიდან წასულ დეპუტატებთან, მათ შორის მხოლოდ იმ წევრებთან კი არა, რომელთაც "ოცნება" სასამართლო სისტემის გამო დატოვეს, არამედ ბექა ნაცვლიშვილთან და კობა ნარჩემაშვილთანაც. დავით მაღარაძის თქმით, შეხვედრისთვის მან ანა დოლიძეც მიიწვია.

"ინტერპრესნიუსი"