"ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს" - რას ამბობს პრემიერ-მინისტრი გიორგი ქობულიას სახლის გაძარცვაზე - კვირის პალიტრა

"ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს" - რას ამბობს პრემიერ-მინისტრი გიორგი ქობულიას სახლის გაძარცვაზე

ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები, ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას სახლის გაქურდვის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შს სამინისტრომ ფაქტზე განცხადება გაავრცელა და არაფერია დამალული.

"რაც შეეხება ბინის გაქურდვას, აქაც თქვენ განაცხადეთ, რომ ვითომ შსს-მ არ დაადასტურა ეს საკითხი თუ დამალა და ა.შ. შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ეს ინფორმაცია არის საჯარო და თუ იმას მეკითხებით, რატომ მაინცდამაინც რომელიმე მინისტრის სახლი, ჩემი პასუხი იქნება, რომ ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები. ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს", - განაცხადა ბახტაძემ.

იხილეთ ასევე: ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას აგარაკის ქურდობის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს

"ინტერპრესნიუსი"