"ფსიქოლოგიური ტესტი არამარტო პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ ყველას უნდა ჩაუტარდეს, ვინც აქტიურ პოლიტიკაშია" - კვირის პალიტრა

"ფსიქოლოგიური ტესტი არამარტო პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ ყველას უნდა ჩაუტარდეს, ვინც აქტიურ პოლიტიკაშია"

ვფიქრობ, ფსიქოლოგიური ტესტი არამარტო პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ ყველას უნდა ჩაუტარდეს, ვინც აქტიურ პოლიტიკაშია, - ამის შესახებ ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ დემოკრატების" წევრმა ადა მარშანიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ადა მარშანიამ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადება შეაფასა, რომელიც ირაკლი კობახიძისთვის ფსიქოლოგის გამოყოფის საჭიროებაზე საუბრობს. ადა მარშანიას განცხადებით, ფსიქოლოგიური ტესტი პოლიტიკოსებისთვის საჭიროა, ვინაიდან უმეტესად ქვეყნის ბედს პოლიტიკოსები განკარგავენ.

"პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის მართვის უცნაური მანერა აქვს. მას არ აქვს გააზრებული თავისი თანამდებობის მნიშვნელობა. ბატონი კობახიძისთვის ეს თანამდებობა ნაადრევია. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ტესტს, ვფიქრობ, ის ყველა იმ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს, რომელმაც აქტიურ პოლიტიკაში ყოფნა გადაწყვიტა, ვინაიდან ნაწილობრივ პოლიტიკოსების ხელშია ჩვენი ქვეყნის ბედი", - აღნიშნა ადა მარშანიამ.

დღეს დავით ჭიჭინაძემ ირაკლი კობახიძის მისამართით განცხადება გააკეთა.

"სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ფსიქოტესტები უნდა გაიარონ პრეზიდენტობის კანდიდატებმაო. ვფიქრობ, ერთი ფსიქოლოგი პარლამენტის თავმჯდომარესაც სჭირდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ირაკლი კობახიძეს მანიაკალური თვისებები აქვს და მას დამბეზღებელს უწოდებს, რომელიც "ბიძინა ივანიშვილთან დარბის".

"ინტერპრესნიუსი"