"ირაკლი კობახიძესა და მის გუნდს "ქართული ოცნების" წიაღში დიდი პოლიტიკური დღე აღარ აქვთ" - კვირის პალიტრა

"ირაკლი კობახიძესა და მის გუნდს "ქართული ოცნების" წიაღში დიდი პოლიტიკური დღე აღარ აქვთ"

ერთი შეხედვით, ბიძინა ივანიშვილმა ფსონი ირაკლი კობახიძის გუნდზე დადო, თუმცა გამოითქმის ვარაუდი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით პარტიის ლიდერი სწორედ ამ გუნდის ჩანაცვლებასაც ცდილობდეს. ისიმის კითხვა, მოიძებნება მათთვის ადგილი "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში?

რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი:

- ჩემი აზრით, ამ ჯგუფს "ქართული ოცნების" წიაღში დიდი პოლიტიკური დღე აღარ აქვს. არის მოლოდინი, რომ ამ ჯგუფის ზოგიერთ წევრს დააწინაურებენ სასამართლო სისტემაში, მაგალითად, კობახიძე შესაძლოა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს. არ გამოვრიცხავ, რომ კობახიძის გუნდი სწორედ ამიტომ მფარველობს სააკაშვილის მოსამართლეებს ასე თავგამოდებით, რათა მერე მათთან ადვილად ითანამშრომლოს. მოკლედ,

ვფიქრობ, ივანიშვილი პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობას ხედავს და როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი კიდეც, მისგან სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, რომელთაც ის ძალიან ნელა ამზადებს. შეუძლებელია ვერ ხედავდეს თავისი პოლიტიკური ძალის დღევანდელ პრობლემებს, იმას, რომ საზოგადოებაში კრიტიკული განწყობა იზრდება.

შეიძლება ითქვას, ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო მოსამართლეებსა და "თიბისი ბანკთან" დაკავშირებული აუხსნელი პროცესებიც, რაც დღემდე გამოცანად რჩება.

ამიტომაც ველი ივანიშვილისგან ქმედით პოლიტიკურ ნაბიჯებს, თუ, რა თქმა უნდა, ისევ არ გაიტაცა რომელიმე საკუთარმა იდეამ, რაც ძალიან დააზარალებს. სწორედ ასე მოხდა, როდესაც ხან მურუსიძის მსხვერპლად წარმოდგენა სცადა, ხანაც პარტიის მართვა ტუჩზე რძეშეუშრობ ყმაწვილებს მიანდო. იხილეთ სრულად