"კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს ხოლმე "მიშისტობაში" და ლუწ რიცხვებში მიშა - "ბიძინისტობაში"
10-04-2019
"კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს ხოლმე "მიშისტობაში" და ლუწ რიცხვებში მიშა - "ბიძინისტობაში"
კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს ხოლმე "მიშისტობაში" და ლუწ რიცხვებში მიშა - "ბიძინისტობაში". მე კი იქვე ვდგავარ, სადაც ვიდექი მათ პოლიტიკურ მოვლინებებამდე დიდი ხნით ადრე, - ასე ეხმაურება "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მის კრიტიკას.

როგორც უსუფაშვილი აღნიშნავს, ქვეყანას "ლოცვა ან შელოცვა" ჭირდება.

"აი, ეს იყო 2019 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერის გამოსვლა. 30 წლისთავს ამ პოლიტიკური სტანდარტით, ამ მორალური ღირებულებებით და ამ
სახელმწიფოებრივი მასშტაბით შევხვდით. 30 წელი ამისთვის გვიწვალია ყველას, მათ შორის თავად ივანიშვილსაც. შეუძლებელია, ამის გამო გაუსაძლისი ტკივილი არ გვეუფლებოდეს...

გირგვლიანის საქმეში შავგულიძე ყოფილა მიშას მზაკვარი თანამზრახველი და მურუსიძე ყოფილა მიშას უცოდველი მსხვერპლი.
ამ აზრის კულტივირებას ცდილობს საქართველოს პოლიტიკური ლიდერი პირადად. ხომ გასაგებია, რა სჭირს თავად ამ ლიდერს, რა დღეშია ხელისუფლება მისი ლიდერობით და საით მიექანება ქვეყანა ამ ხელისუფლების ხელში?

პირადად მე რაც მეხება, აქ ყველაფერი წესრიგშია. კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს ხოლმე "მიშისტობაში" და ლუწ რიცხვებში მიშა - "ბიძინისტობაში". მე კი იქვე ვდგავარ, სადაც ვიდექი მათ პოლიტიკურ მოვლინებებამდე დიდი ხნით ადრე.

ამასობაში, ბიძინამ თავისი წერილით პატიოსნად გვამცნო, რომ ეშმაკი მყავს შემოჩენილი და მე კი არა, ის "ყოფს" ჩემი მეშვეობითო. გუშინაც "ის" მძლავრობდა. ამიტომ, არგუმენტებით დისკუსია აზრს კარგავს. გადასაწყვეტია, ლოცვა თუ შელოცვა", - აცხადებს უსუფაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

ტოტო
11 აპრილი 2019 11:15
თქვენ დღემდე ვერ გაგიგიათ, რა გინდათ და ვისთან ხართ ?
ალექს
10 აპრილი 2019 14:41
ამ დროს კი ლენინურ რელსებზე სოციალიზმის სტალინური გადახვევის გასასწორებლად არ შეიქმენით გასულ საულუნეში !?
არა ?!
რა ვი,სხივში ეგრე გეწერათ და რა უყავით ჩანაწერი,სხივი არ დაიკარგება ,ხომ იცით !?

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, „ხორავას ქუჩის“ საქმეში იკვეთება თუ არა სამოხელეო დანაშაული?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, „ხორავას ქუჩის“ საქმეში იკვეთება თუ არა სამოხელეო დანაშაული?