"არც ერთი ქარტეხილი, რაც ჩვენს ქვეყანაში ყოფილა, არ ამირიდებია" - როგორ ეხმაურება დავით მაღრაძე ივანიშვილის განცხადებას? - კვირის პალიტრა

"არც ერთი ქარტეხილი, რაც ჩვენს ქვეყანაში ყოფილა, არ ამირიდებია" - როგორ ეხმაურება დავით მაღრაძე ივანიშვილის განცხადებას?

ჩვენმა საპროტესტო ბრძოლამ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, თუ მაშინ საბოლოო შედეგი ვერ დადო, ის შედეგი ხომ მაინც მოიტანა, რომ ივანიშვილმა გაბედა და გამოვიდა ბრძოლის ასპარეზზე? - ამის შესახებ პოეტმა და ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა, დავით მაღრაძემ "ინტერპრესნიუსს" ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილის შეფასებისას განუცხადა, სადაც ყოფილი პრემიერი მთავრობისადმი მაღრაძის კრიტიკული პოზიციის გამო გაკვირვებას გამოთქვამს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს დიდ დამსახურებას, სააკაშვილის რეჟიმის მშვიდობიანად გაშვების საქმეში, არავინ უკარგავს.

"მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება უშიშროებისა და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს, დღევანდელი დღის ჩათვლით. რა დავარქვა ამას? - ხელოვანის ბედი როგორ სახელმწიფოში? - ჟურნალისტებისთვის მიმინდია გაგრძელების მოძებნა. ჩემი განვლილი ცხოვრების მინიშნების საპასუხოდ მინდა ვთქვა, შემცდარიც ვყოფილვარ და მართალიც, მაგრამ არც ერთი განსაცდელი, არც ერთი ქარტეხილი, რაც ჩვენს ქვეყანაში ყოფილა, არ ამირიდებია. ყველა განსაცდელში ჩემს ხალხთან ერთად ვიყავი.

ჩვენმა საპროტესტო ბრძოლამ, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ თუ საბოლოო შედეგი ვერ დადო, ის შედეგი ხომ მაინც მოიტანა, რომ ივანიშვილმა გაბედა, გამოვიდა ბრძოლის ასპარეზზე და მას ამ დიდ დამსახურებას არავინ უკარგავს -სააკაშვილის რეჟიმის მშვიდობიანად გაშვების საქმეში. ყოველთვის გულწრფელი ვიყავი და მე მჯერა, რომ ამას ჩვენი ხალხი ხედავს. ეს ჩემი მოკლე პასუხია ბიძინა ივანიშვილის საპასუხოდ," - განუცხადა დავით მაღრაძემ "ინტერპრესნიუსს".

დავით მაღრაძესთან დაკავშირებით გაოცებული ვიყავი, ვერც დავიჯერე. ბევრი საერთო ახლობელი გვყავს ჩვენ, ბევრი ურეკავდა ჩემს მეუღლეს, ზოგი ჩემამდე აღწევდა და წარმოდგენა ჰქონდათ მოლაპარაკებული არიან ერთმანეთშიო. ღმერთმა დამიფაროს ამისგან. რატომ თქვა ეს, არ ვიცი",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმდჯომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პოეტ დავით მაღრაძის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

იხილეთ ასევე: "როცა წავიკითხე მისი გამონათქვამები, გაოცებული ვიყავი, ვერც დავიჯერე" - როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილი დავით მაღრაძის განცხადებებს

"ინტერპრესნიუსი"