ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში ტერენტი გრანელის გამო - კვირის პალიტრა

ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში ტერენტი გრანელის გამო

ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნებისა“ და "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს უკვე მეორედ, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ფიზიკური დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მირდატ ქამადაძესა და "ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი პატარიძეს შორის მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი პატარიძემ ბათუმის საკრებულოში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაგეგმილი იყო პროზაიკოს ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება, მირდატ ქამადაძემ კი მას შეუსწორა, რომ ტერენტი გრანელი პოეტია. აღნიშნულს ირაკლი პატარიძის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგად კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ.

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოში სამართალდამცავები ისევ რჩებიან, სხდომაზე კი შესვენებაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოში ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაახლოებით ერთი საათის წინაც დაუპირისპირდნენ.

იხილეთ ასევე: ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნებისა“ და "ნაცმოძრაობის“ წევრებს შორის