"რამდენიმე ქვეყნის მთავრობებთან ერთად ვმუშაობ" - როგორ გამოიყურება ვერა ქობალია და რა მისიით დაბრუნდა საქართველოში? - კვირის პალიტრა

"რამდენიმე ქვეყნის მთავრობებთან ერთად ვმუშაობ" - როგორ გამოიყურება ვერა ქობალია და რა მისიით დაბრუნდა საქართველოში?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია საქართველოში დროებით დაბრუნდა. ამის მიზეზი მისი საქმიანობა და თბილისში ახალგაზრდა გლობალური ლიდერების შეკრებაა.

ქობალია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობაში მნიშვნელოვან პოსტს იკავებდა, დღეს რამდენიმე ქვეყნის მთავრობასთან ეკონომიკური განვითარების მიმართულებით თანამშრომლობს და ამავდროულად, სამეცნიერო საქმიანობასაც ეწევა.

ყოფილი მინისტრი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრია და ამჟამად კანადის მთავრობასთან ერთად ეკონომიკის მიმართულებით მუშაობს, პარალელურად ჰონგ კონგის უნივერსიტეტში კვლევებს ახორციელებს.

“ბოლო წლებია, რამდენიმე ქვეყნის მთავრობებთან ერთად ვმუშაობ. 3 წელი ვმუშაობდი ავსტრალიის მთავრობასთან, აზიაში და ბოლო ერთი წელია კანადის ადგილობრივ მთავრობასთან British Columbiaში ვმუშაობ. ასევე, ვმუშაობ ჰონგ კონგის უნივერსიტეტში, როგორც მკვლევარი ტექნოლოგიების მიმართულებით. უნივერსიტეტში ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ვმუშაობ, მთავრობებთან კი ეკონომიკური მიმართულებით ვმუშაობ”, -   აღნიშნა მან AMBEBI.GEსთან საუბარში.

ქობალია საქართველოში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა ლიდერების ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე ფორუმზე ჩამოვიდა. მისი თქმით, 2012 წლიდან გეგმავდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერების ჩამოყვანას საქართველოში.

ნინო ზამბახიძესთან, ვალერი ჩეხერიასთან და ქეთი ბოჭორიშვილთან გუნდური მუშაობის შედეგად, საბოლოოდ მოხერხდა ახალგაზრდა ლიდერების თბილისში ჩამოყვანა, რომელთა შორისაც არიან ევროპარლამენტარი, ჰოლივუდის პროდიუსერი, ავიაკომპანიის თავჯდომარე, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, Talking Tom აპლიკაციის შემქმნელს, მალაზიელ პოლიტიკოსი და ბევრი სხვა. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "სიყვარულზე არ უნდა მეფიქრა, როგორც მიშა მეუბნებოდა..." - რას ყვება პირად ურთიერთობებზე ვერა ქობალია?