"თუ არ ახსოვს შევახსენებ..." - რას ახსენებს დავით მაღრაძე ბიძინა ივანიშვილს - კვირის პალიტრა

"თუ არ ახსოვს შევახსენებ..." - რას ახსენებს დავით მაღრაძე ბიძინა ივანიშვილს

რა იყო დამაჯერებელი, რომ გირგვლიანის საქმეში დამნაშავე შალვა შავგულიძეა, კრიმინალია გურამ გირგვლიანი და უმანკოების სიმბოლო არის მურუსიძე?! - ასე ეხმაურება "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოეტი, დავით მაღრაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის" ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეს და შალვა შავგულიძის შეფასებას ეხებოდა.

როგორც დავით მაღრაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, სანდრო გირგვლიანის საქმემ შეიწირა წინა ხელისუფლება და სავარაუდოდ, ამ საქმეს გადაყვება "ქართული ოცნებაც". "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის განცხადებით, ის სამართლიანობის მხარეს იყო წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზ და სამართლიანობის მხარეს დგაც ახლაც.

"ივანიშვილისგან რა გავიგეთ, სასამართლოში როდის გაერკვა, ეგეც არ ვიცით. სასამართლო და სამართლიანობა, ცოტა სხვადასხვა ცნებებია. სასამართლო რა თქმა უნდა, რეპუტაციას და ავტორიტეტს უნდა ეყრდნობოდეს და არ უნდა ეძებო ყველაზე ფეთხუმ ადგილას, მოსამართლეები. სამართლიანობის განცდა რომ მოვისაკლისეთ, ქუჩაში ვიდექი და ვაპროტესტები, სააკაშვილის დროს, მაშინ დამიკავშირდა ივანიშვილი და თუ არ ახსოვს შევახსენებ, მაშინაც სამართლიანობას ვიცავდი და ამიტომ დამიკავშირდა.

რა იყო დამაჯერებელი, რომ გირგვლიანის საქმეში დამნაშავე შალვა შავგულიძეა, კრიმინალია გურამ გირგვლიანი და უმანკოების სიმბოლო არის მურუსიძე?! ეს ისეთი რამ არის, ამას თავდაყირა ვეღარ დააყენებ, როგორც არ უნდა გინდოდეს. ვინ არის მკვლელი და ვინ არის დამნაშავე, ეს ზედმიწევნით კარგად იცის, ბავშვმაც კი. სანდრო გირგვლიანის საქმემ ის ხელისუფლებაც გადიყოლა და მგონი ამ ხელისუფლებასაც გადაიყოლებს", - განაცხადა დავით მაღრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"