"მურუსიძის პასუხისმგებლობა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით არის ის, რომ მან მანტია არ გაიხადა" - კვირის პალიტრა

"მურუსიძის პასუხისმგებლობა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით არის ის, რომ მან მანტია არ გაიხადა"

მურუსიძის პასუხისმგებლობა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით არის ის, რომ მან მანტია არ გაიხადა, უმაღლესი მორალური სტანდარტი ეს იქნებოდა,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი" დასმულ კითხვას, თუ რა პასუხისმგებლობა ეკისრება ლევან მურუსიძეს გირგვლიანის საქმეში.

კობახიძის თქმით, მურუსიძეს სთხოვენ გმირობას, რომ მას მანტია გაეხადა, თუმცა ამავე კობახიძე აქვე იხსენებს, წინა ხელისუფლების რეჟიმს.

"როდესაც არის მსჯელობა მურუსიძეზე, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა გირგვლიანის საქმეზე. მას როდესაც ჰქონდა შეხვედრა ამ თემაზე კონკრეტულ სუბიექტებთან, ბოლოს უთხრეს, რომ მანტია რატომ არ გაიხადეო, ანუ გმირობის მეტი ვერაფერი მოსთხოვეს. იურიდიულად სხვა შანსი არ ჰქონდა მას და გმირობაზე რომ არ იყო აქ საუბარი, პირდაპირ თქვა ეს ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც განაცხადა, რომ ილუზიაც კი არ აქვს მას იმის, რომ გმირობა რომ ყოფილიყო საჭირო, ამას ჩაიდენდა, რადგან სისტემა იყო ასეთი. მურუსიძის პასუხისმგებლობა არის ის, რომ მან მანტია არ გაიხადა გირგვლიანის საქმის განხილვის დროს. უმაღლესი მორალური სტანდარტი ეს იქნებოდა,თუმცა იყო უმძიმესი რეჟიმი, სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ მუქარის, შანტაჟის და ათასი სიბინძურე გამოიყენებოდა, რომ დაეშინებინათ ხალხი, მათ შორის, მოსამართლეებიც",- განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"