"მხარს ვუჭერ ამ ქვეყანას, ამ ქალაქს, საქართველოს და ქართველებს" - დათო ხუჯაძე "დაიცავი საქართველოს“ შეხვედრას ესწრება - კვირის პალიტრა

"მხარს ვუჭერ ამ ქვეყანას, ამ ქალაქს, საქართველოს და ქართველებს" - დათო ხუჯაძე "დაიცავი საქართველოს“ შეხვედრას ესწრება

მოვედი აქ მეგობრებთან, ეს ქალაქი არაა დიდი და ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, - ამის შესახებ მომღერალმა დათო ხუჯაძემ ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ შეკრების დაწყებამდე განაცხადა. ხუჯაძე ამბობს, რომ ღონისძიებაზე ინტერესის გამო მივიდა, რათა გაიგოს რა ხდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვადევნებ თვალყურს აქტიურად პოლიტიკას, მაინტერესებს რა ხდება. მე ბევრი რამ არ მომწონს და ბევრი რამ მომწონს, მაგრამ მთავარი ეს არ არის", - განაცხადა ხუჯაძემ.

კითხვაზე, საჭიროა თუ არა ახალი პოლიტიკური ძალა, ხუჯაძე ამბობს, რომ განახლება ყველა სფეროში საჭიროა.

„ახალი ყოველთვის საჭიროა ყველგან. თუ რაღაც ვითარდება ქვეყანაში, ყველაფერი უნდა განვითარდეს, ნებისმიერი სფერო და ესეც რაღაც სფეროა მე მგონი. თუ რამე განვითარდება, კმაყოფილი ვიქნები. მე მხარს ვუჭერ ამ ქვეყანას, ამ ქალაქს, საქართველოს და ქართველებს", - აღნიშნა მომღერალმა.

რამდენიმე წუთში მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ ფილარმონიაში შეხვედრას გამართავს.