ეკა ბესელია, ძმები გაჩეჩილაძეები, დავით უსუფაშვილი - ვინ ესწრება "დაიცავი საქართველოს“ შეხვედრას? - კვირის პალიტრა

ეკა ბესელია, ძმები გაჩეჩილაძეები, დავით უსუფაშვილი - ვინ ესწრება "დაიცავი საქართველოს“ შეხვედრას?

ფილარმონიაში მოძრაობის "დაიცავი საქართველო“ შეხვედრა მიმდინარეობს. აღნიშნულ შეხვედრას "დაიცავი საქართველოს“ დამფუძნებლები, საზოგადოების ცნობილი სახეები, მოძრაობის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრაზე იმყოფებიან საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრებიც, მათ შორის: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი. შეხვედრას, ასევე, ესწრებიან დავით უსუფაშვილი, გიორგი და ლევან გაჩეჩილაძეები, მომღერალი დათო ხუჯაძე, ირაკლი ბათიაშვილი და სხვები.

აღნიშნულ შეხვედრაზე მოძრაობის დამფუძნებლები საზოგადოებას "თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლაში“ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

იხილეთ ასევე: "მხარს ვუჭერ ამ ქვეყანას, ამ ქალაქს, საქართველოს და ქართველებს" - დათო ხუჯაძე "დაიცავი საქართველოს“ შეხვედრას ესწრება