"ბიძინა ივანიშვილს ვაკრიტიკებთ, მაგრამ ვიცავთ ეთიკას და კორექტულობას" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილს ვაკრიტიკებთ, მაგრამ ვიცავთ ეთიკას და კორექტულობას"

ბიძინა ივანიშვილს ვაკრიტიკებთ, მაგრამ ვიცავთ ეთიკას და კორექტულობას , იმიტომ, რომ როდესაც ხარ 7 წელი იმ პოლიტიკურ გუნდში, რომელსაც ქმნი და ხარ იმ პოლიტიკულ ლიდერთან, რომელთან ერთადაც 7 წელს გაივლი, შემდეგ პირველივე კვირას ლანძღვით არ უნდა დაიწყო ლაპარაკი, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, მას ზოგადად პრინციპული პოზიცია გააჩნია, რასაც ლანძღვით არ გამოხატავს.

"მე, შემიძლია ქართულ ლექსიკონში ვიპოვო ძალიან მკვეთრი კრიტიკული კითხვები ისე, რომ არ ვლანძღო ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ვიყავი 7 წელი. მე, პატივს ვცემ იმ პერიოდს და იმ პროცესს, რა პროცესშიც ვიყავი, მაგრამ არ მივიღე ის შემოთავაზება, რაც მე, პირადად მქონდა, ყველაფრის ფასად. ამ ყველაფერში იგულისხმებოდა ბევრი შემოთავაზება, არა მხოლოდ ჩემი თანამდებობა, რომელიც დავტოვე იმ 10 კაციანი სიის გამო, არამედ ბევრი სხვა შემოთავაზება მქონდა, რომ გავჩუმებულიყავი და მიმეღო ეს, როგორც მოცემულობა.

მე, არ შევიცვალე ჩემი პოზიცია, ვდგავარ იქ, რაც არის ძალიან პრინციპული და მე არასდროს არ შევიცვლი ამ პრინციპულ პოზიციას. ასე, რომ კრიტიკული არის ჩვენი პოზიცია. ჩვენ, როდესაც წამოვედით, მაშინვე ვთქვით, რომ ვემიჯნებოდით სწორედ ამ ყველაფერს, ასე,რომ უბრალოდ, ამას შეიძლება ლანძღვით არ გამოვხატავ. განსაკუთრებით, გუნდიდან წამოსული პოლიტიკოსი პირველივე დღეს, როცა ლანძღვით იწყებს, მე არ მგონია, რომ ეს კარგად ახასიათებდეს ვინმეს”, -განაცხადა ბესელიამ.