"ზესტაფონში ვაპირებ იმას, რასაც ვაპირებდი ქუთაისში" - გოგი წულაია ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს - კვირის პალიტრა

"ზესტაფონში ვაპირებ იმას, რასაც ვაპირებდი ქუთაისში" - გოგი წულაია ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს. გოგი წულაიას განცხადებით, მან მიიღო გადაწყვეტილება და მზად არის, იბრძოლოს ზესტაფონის "უკეთესი მომავლისთვის“.

"მივიღე გადაწყვეტილება და არჩევნებში კენჭს ვიყრი. ზესტაფონში ვაპირებ იმას, რასაც ვაპირებდი ქუთაისში და სხვა ქალაქში, ეს არის ქალაქების განვითარება და მეტი დამოუკიდებლობა. სირცხვილია, როდესაც ზესტაფონში "ფეროსგან" ადამიანები იწამლებიან, შემოსული ფული ზესტაფონში არ რჩება, ზესტაფონი მცირე ბიუჯეტის გამო, ყველა პროექტზე თბილისს ელოდება", - განაცხადა გოგი წულაიამ.

მისი თქმით, ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებას უახლოეს დღეებში შეიტანს. მისივე განმარტებით, მხარს სხვა პარტიებიც დაუჭერენ.