"დაიცავი საქართველო“ ეკლექტური გაერთიანებაა, ზოგი აკრიტიკებს ივანიშვილს, ზოგი - არა" - კვირის პალიტრა

"დაიცავი საქართველო“ ეკლექტური გაერთიანებაა, ზოგი აკრიტიკებს ივანიშვილს, ზოგი - არა"

"მოძრაობა "დაიცავი საქართველო“ ეკლექტური გაერთიანებაა, ზოგი აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს, ზოგი - არა. ჯერ შიგნით უნდა შეთანხმდნენ, რა უნდათ,“- ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი შეფასებით, პირველ რიგში, ამ ორგანიზაციის წევრები პრიორიტეტებზე უნდა შეთანხმდნენ და საერთო აზრზე ჩამოყალიბდნენ.

"დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ჯერჯერობით დიდი შთაბეჭდილება არ მაქვს. მე მგონი თვითონაც არ აქვთ დიდი შთაბეჭდილებები. დანარჩენს გვაჩვენებს მომავალი, თუ რას და როგორ აპირებენ. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, თუ რას იტყვიან, როგორ იტყვიან და რა იქნება პრიორიტეტი.

სააკაშვილი და ივანიშვილი არ გვინდაო ამბობენ, მაგრამ ეგ უფრო სურვილია. მთავარია, როგორ განახორციელებენ ამას. ეკლექტური გაერთიანებაა, ჯერ ორგანიზაციულადაც არ არიან ჩამოყალიბებული. ზოგი ერთ განცხადებას აკეთებს, ზოგი - მეორეს, ზოგი ბიძინა ივანიშვილს აძაგებს და აკრიტიკებს, ზოგი - არა. ამიტომ თვითონ უნდა შეთანხმდნენ შიგნით, რა უნდათ. უახლოესი თვეები გვაჩვენებს, რას აპირებენ,“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.