"მაქვს პასუხისმგებლობა კონსტიტუციით მოწოდებული, რომ ქართული ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე, სწავლაზე ვიყო მე პირადად პასუხისმგებელი" - კვირის პალიტრა

"მაქვს პასუხისმგებლობა კონსტიტუციით მოწოდებული, რომ ქართული ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე, სწავლაზე ვიყო მე პირადად პასუხისმგებელი"

იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ქართული ენა გახდეს ნამდვილად სახელმწიფო ენა, ანუ ყველას ენა, როგორც მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მე მაქვს პასუხისმგებლობა კონსტიტუციით მოწოდებული, რომ ამ ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე, სწავლაზე ვიყო მე პირადად პასუხისმგებელი,-ასე მიმართა ახალქალაქში დედაენის დღესთან დაკავშირებით ადგილობრივ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ქვეყნის პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ზურაბ ჟვანიაზეც ისაუბრა და ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის დღეს - 14 აპრილი, დედაენის დღე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ დღეს ვხვდები აქ, ახალქალაქში თქვენთან ერთად და გვაქვს საშუალება, ვიზეიმოთ დღე, რომელიც არის სახელმწიფო ენის დღე.

მე მინდა დავიწყო იმით, რომ გავიხსენო აქ ერთი ადამიანი, ზურაბ ჟვანია, რომლის ვარსკვლავი გაიხსნა ევროპის გულში, სტრასბურგში და რომელიც არის დამაარსებელი იმ სკოლის, რომელიც დღეს ყველასთვის არის ცნობილი იმით, რომ ასწავლის ქართულ ენას, სახელმწიფო ენას და გვეხმარება ჩვენ ყველას, რომ გავხდეთ სრულყოფილი მოქალაქეები. მეც ბავშვობაში ვსწავლობდი ქართულ ენას დედ-მამასთან და ბებიასთან, მაგრამ დედაენით. ის ფაქტი, რომ დედაენა უბრუნდება სკოლებს და სახელმწიფო ენას ჩვენი ბავშვები ამით ისწავლიან, ესეც არის ძალიან ღირსშესანიშნავი.მინდა ყველას მადლობა გითხრათ, ვინც აქ მობრძანდით. ვიცი, რომ არ გესმით ქართული, ან ნაწილობრივ გესმით და მნიშვნელოვანია, რომ მაინც მოხვედით და ამისთვის მადლობა",-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"