"ალბათ, შეიძლება საქართველოს ყიდვა, მაგრამ ივანიშვილს არ ეყოფა ფული, ამისთვის გაცილებით მეტი თანხაა საჭირო"
15-04-2019
"ალბათ, შეიძლება საქართველოს ყიდვა, მაგრამ ივანიშვილს არ ეყოფა ფული, ამისთვის გაცილებით მეტი თანხაა საჭირო"
ფოტო:ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი ვრცელი ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია "იმედს"... ამ ინტერვიუს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე აფასებს. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

- სიმართლე გითხრათ, არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილი შექმნილ სიტუაციას მაინცდამაინც სრულყოფილად აღიქვამს და აფასებს. იდეები და სურვილები კარგია, მაგრამ რეალური ვითარება სხვაა...

პირველი - მის მოწოდებას გაერთიანებისკენ, რაც აბსოლუტურად არარეალური მგონია შექმნილ ვითარებაში, როდესაც "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ერთმანეთის გინების გარდა, ფაქტობრივად, არანაირი ტექნოლოგია
აღარ დარჩათ, ამით კი საზოგადოების პოლარიზაციას კიდევ უფრო უწყობენ ხელს. ამ ვითარებაში საზოგადოების კონსოლიდაცია როგორ წარმოუდგენია ბატონ ივანიშვილს, არ ვიცი...
მეორე საკითხი, რაზეც გავამახვილებ ყურადღებას, არის ივანიშვილის შეფასებები, რომ პარტიიდან ორნაირად შეიძლება წასვლა: ერთი - ევროპულად, მსოფლმხედველობრივი შეხედულებებით, როგორც მან სოციალ-დემოკრატების გასვლა განიხილა, და მეორე -
არაევროპულად, რომელშიც ბესელია და სხვები იგულისხმა.

...
რაც შეეხება სასამართლო სისტემის საკითხს, ამასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას არა აქვს ერთი მიზეზი და არ შეიძლება ისე გამარტივება, როგორც ბიძინა ივანიშვილმა გაამარტივა.
რაც სასამართლოში ხდება, ამას მრავალმხრივი საფუძველი აქვს. ცნობილია, რომ ხელისუფლებაში მყოფ პირს სურს მისი გავლენა რაც შეიძლება ფართო იყოს, რომ ყველა სფეროს სწვდებოდეს, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში ამის უფლებას მას ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება არ აძლევს. ღმერთს მადლობა, რომ საქართველოში ბოლო დროს ნამდვილად გამოჩნდა სამოქალაქო საზოგადოება და ყველამ იცოდეს, რომ დიქტატურას აღარ დავუშვებთ.

ახლა დავუბრუნდეთ ივანიშვილის ინტერვიუს.
სანდრო თვალჭრელიძე
ეს რაღაც მოჯადოებული წრეა - ერთი მხრივ, ივანიშვილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას უნდა ჰქონდეს აბსოლუტური ავტონომია, მეორე მხრივ კი მას აბარებს პირებს, ვისი ნდობაც არ შეიძლება.

თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მართული სასამართლო არჩია და ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ყველაზე საბედისწერო შეცდომა. იმავე შეცდომას იმეორებს "ქართული ოცნებაც", ოღონდ ახლა ეს ცოტა გაკეთილშობილებული აქვთ, იშველიებენ ვენეციის კომისიის დასკვნებს და დაუჟინიათ, არ ვერევით სასამართლოს საქმეებშიო.­ სინამდვილეში კი მოსამართლეთა დიდი ნაწილი გასაყრელია და ახლები არიან მოსაყვანი, ისევე, როგორც ეს პოლიციის რეფორმირებისას მოხდა. სხვათა შორის, ამას სწორედ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. რადიკალური ზომებია მისაღები, მაგრამ ივანიშვილი ამას არ აპირებს, მეტიც, რაღაც ლოზუნგებს გვეუბნება, გვიმტკიცებს, დემოკრატია მაშინაა, როდესაც სასამართლო სისტემა დამოუკიდებელიაო. მაგრამ, თუ დამნაშავეებს მივცემთ სრულ დამოუკიდებლობას, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში?!

ჩემი აზრით, ისევ კლანურ სისტემაზე გადადის ქვეყანა, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა. მოკლედ, სასამართლო რეფორმაში ძალიან ხისტი ზომებია მისაღები, თუმცა ისე ჩანს, რომ ივანიშვილი ამას არ აპირებს, რაც შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს.

კიდევ ერთი საკითხიც - როდესაც მეშვიდე წელიწადია ხელისუფლებაში ხარ და აცხადებ, ვიცი, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგრამ ეს "ქართული ოცნების" ბრალი არ არისო, ამით საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ აღიზიანებ.

უკლებლივ ყველა ჩვენი ხელისუფლების შეცდომაა ის, რომ გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის გარეშე ვცხოვრობთ. ეს უახლოესი 2-5-წლიანი გეგმები ფარატინა ქაღალდია და როგორც კი მოდის ახალი პრემიერი, გეგმები მაშინვე იცვლება.

- ბოლო დროს ივანიშვილის საზოგადოების წინაშე ყოველი გამოჩენა ახალ-ახალი დაპირებებით მთავრდება, რაც მის პირად ფინანსებს უკავშირდება. ის ამბობს, რომ ააშენებს, მოხატავს, დახარჯავს მილიონებს და ა.შ., რაზეც ოპონენტები აცხადებენ, რომ მისი მთავარი საარჩევნო სტრატეგია ამომრჩევლის მოსყიდვაა...

- კი, ნამდვილად რჩება ასეთი შთაბეჭდილება. ჩემი აზრით, ცდება ივანიშვილი, თუ ფიქრობს, რომ იმავე ტექნოლოგიებით, რომლებიც 2012 წლის არჩევნების წინ გამოიყენა, ახლაც გავა ფონს. რა ვიცი, ალბათ, შეიძლება საქართველოს ყიდვა, მაგრამ ივანიშვილს არ ეყოფა ამისთვის ფული, გაცილებით მეტი თანხაა საჭირო... ბოლოს და ბოლოს, ფულის გარდა, ადამიანს ბევრი სხვა რამეც სჭირდება.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად
სოსო
15 აპრილი 2019 14:53
რა უნდა დავუჯერო ექსპერტს,რომელიც ფიქრობს,რომ საქართველოს ყიდვა შეიძლება?თუმცა თვითონ ამ ექსპერტმა მშვენივრად გაყიდა საყდრისის უნიკალური მაღარო და საქართველოს დაუკარგა გასაოცარი ისტორია
15 აპრილი 2019 14:52
გვეღირსება ოდესმე საქართველოზე ერთგული მთავრობა ალბათ არ გვეღირსება
მსაჯული
15 აპრილი 2019 12:56
კარგი იქნება თუ ბიძინა იყიდის საქართველოს თავისი ქართველებიანა, თუნდაც ერთ ლარად.რომ იძახით საქართველო ქართველი ერისააო, რა , ბიძინა თუ იყიდის ირანელების იქნება თურქების თუ ჩუქჩების? ბიძინასი იქნება, ბიძინა კი ჩვენია და , მაშასადამე მისი საკუთრება ჩვენი საკუთრება არ იქნება? რამ გაგვყო ჩვენ და ბიძინა. მისი მზრუნველობით საქართველო დღეს ყ ვ ა ვ ი ს ...ბუდეა, ჩვენ პირდაღებული მშიერი ბახალები. როცა მისი-ჩვენი იქნება სოკართველო, აი, მაშინ ავ-ყვავ-(გ)დებით.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?