რატომ შეაწყვეტინეს ანრი ოხანაშვილს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გამოსვლა მაგიდაზე ხელების ბრახუნით?
18-04-2019
რატომ შეაწყვეტინეს ანრი ოხანაშვილს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გამოსვლა მაგიდაზე ხელების ბრახუნით?
პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურით და კამათით გაიხსნა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს, რომელმაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი უნდა წარადგინოს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მაგიდაზე ხელების ბრახუნით სიტყვა შეაწყვეტინეს.

საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, ვიდრე ანრი ოხანაშვილი გამოვა სიტყვით, სახალხო დამცველი გამოვიდეს. ნინო ლომჯარია სხდომათა დარბაზში იმყოფება, მისი გამოსვლა სასამართლოების თემაზე დღის წერიგით დღეს ისედაც დაგეგმილია.

ოპოზიციის მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარე არ დაეთანხმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?