"ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებული იყოს"
18-04-2019
"ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებული იყოს"
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი გია ვოლსკი მოსამართლეებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, კომპეტენციის დადასტურების ნაწილში გამოცდა სერიოზული ფილტრია.

„საგამოცდო რეჟიმი ერთ-ერთი სერიოზული ფილტრია. რასაკვირველია, საზოგადოებისთვის უკეთესი გასაგები იქნება იმ მოსამართლის კომპეტენცია, რომელიც გაივლის გამოცდას, მაგრამ თუკი ამას დაემატება სხვა კომპეტენციის გარკვეული მოთხოვნები, მზად ვარ, რომ ეს პოზიცია დავთმო, თუმცა, ეს იქნება გუნდის პოზიციისთვის ანგარიშის გაწევა და არა ჩემი ბოლომდე დარწმუნება ამ საკითხის სისწორეში“, -
განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატმა ბიძინა ივანიშვილის პოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილს სურს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იყოს გათვალისწინებული.

„ბიძინა ივანიშვილს თავის პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული ერთ მთავარ პრინციპზე, რომ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მოსაზრებები და წინადადებები მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?