"რუსული გაზისთვის ფულის გადახდა იგივეა, რაც პრეზიდენტ პუტინს იარაღის შესყიდვისთვის გადაუხადო" - კვირის პალიტრა

"რუსული გაზისთვის ფულის გადახდა იგივეა, რაც პრეზიდენტ პუტინს იარაღის შესყიდვისთვის გადაუხადო"

რუსული გაზისთვის ფულის გადახდა იგივეა, რაც პრეზიდენტ პუტინს იარაღის შესყიდვისთვის გადაუხადო. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მატეუშ მორავეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი არ ეთანხმება გერმანიას, როდესაც საქმე "ჩრდილოეთ ნაკად 2“-ს ეხება.

"გერმანიას რუსული გაზის შესყიდვა სურს "ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გავლით, ხოლო რუსული გაზისთვის ფულის გადახდა იგივეა, რაც პრეზიდენტ პუტინს იარაღის შესყიდვისთვის გადაუხადო“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გერმანია გააკრიტიკა "ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ში მონაწილეობის გამო. მისი თქმით, თუ გერმანია განაგრძობს გაზსადენის მშენებლობას, ეს გერმანიის ეკონომიკას რუსეთის მძევლად აქცევს“.