"რუსული გაზისთვის ფულის გადახდა იგივეა, რაც პრეზიდენტ პუტინს იარაღის შესყიდვისთვის გადაუხადო"
18-04-2019
"რუსული გაზისთვის ფულის გადახდა იგივეა, რაც პრეზიდენტ პუტინს იარაღის შესყიდვისთვის გადაუხადო"
რუსული გაზისთვის ფულის გადახდა იგივეა, რაც პრეზიდენტ პუტინს იარაღის შესყიდვისთვის გადაუხადო. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მატეუშ მორავეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი არ ეთანხმება გერმანიას, როდესაც საქმე "ჩრდილოეთ ნაკად 2“-ს ეხება.

"გერმანიას რუსული გაზის შესყიდვა სურს "ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გავლით, ხოლო რუსული გაზისთვის ფულის გადახდა იგივეა, რაც პრეზიდენტ პუტინს იარაღის შესყიდვისთვის გადაუხადო“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გერმანია გააკრიტიკა
"ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ში მონაწილეობის გამო. მისი თქმით, თუ გერმანია განაგრძობს გაზსადენის მშენებლობას, ეს გერმანიის ეკონომიკას რუსეთის მძევლად აქცევს“.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა?