"რუსული გაზისთვის ფულის გადახდა იგივეა, რაც პრეზიდენტ პუტინს იარაღის შესყიდვისთვის გადაუხადო"
რუსული გაზისთვის ფულის გადახდა იგივეა, რაც პრეზიდენტ პუტინს იარაღის შესყიდვისთვის გადაუხადო. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მატეუშ მორავეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი არ ეთანხმება გერმანიას, როდესაც საქმე "ჩრდილოეთ ნაკად 2“-ს ეხება.
"გერმანიას რუსული გაზის შესყიდვა სურს "ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გავლით, ხოლო რუსული გაზისთვის ფულის გადახდა იგივეა, რაც პრეზიდენტ პუტინს იარაღის შესყიდვისთვის გადაუხადო“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გერმანია გააკრიტიკა "ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ში მონაწილეობის გამო. მისი თქმით, თუ გერმანია განაგრძობს გაზსადენის მშენებლობას, ეს გერმანიის ეკონომიკას რუსეთის მძევლად აქცევს“.