"ეგ სიტყვა მე ცხოვრებაში არ მიხმარია"- ირაკლი კობახიძე მის მიერ ბილწი სიტყვის გამოყენებაზე განმარტებას აკეთებს
18-04-2019
"ეგ სიტყვა მე ცხოვრებაში არ მიხმარია"- ირაკლი კობახიძე მის მიერ ბილწი სიტყვის გამოყენებაზე განმარტებას აკეთებს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან ოპოზიციის მიმართ უწმაწური სიტყვა გამოიყენა, განმარტებას აკეთებს.

როგორც კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეს არის მცდარი ინფორმაცია, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. მისი თქმით, "მას ეს სიტყვა ცხოვრებაში არ უხმარია" და ეს ნიკა გვარამიას ხელწერაა. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მოუწოდა, პლენარულ სხდომაზე მსგავს ტყუილებს ნუ ავრცელებენ.

"რუსთავი 2-ს" გავრცელებული აქვს, რომ თითქოს ბილწი სიტყვა ვიხმარე. ტყუილი ინფორმაციაა გავრცელებული. მსგავსი რამე მე არ მითქვამს. ჩემი
კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეგ სიტყვა მე ცხოვრებაში არ მიხმარია, განსხვავებით ამ ტელევიზიის დირექტორისგან. ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებთ პლენარულ სხდომაზე. ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა. ცხოვრებაში არ მითქვამს ეს სიტყვა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები