ტოვებს თუ არა ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას?
18-04-2019
ტოვებს თუ არა ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას?
გიორგი ქობულიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ, -ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახრში განუცხადეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან გადადგა.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, გიორგი ქობულია გადადგომის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ხვალ გაკეთებს.

არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა განიხილება.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?