ვინ არის და რით არის გატაცებული გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ეკონომიკის მინისტრი შეიძლება გახდეს - კვირის პალიტრა

ვინ არის და რით არის გატაცებული გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ეკონომიკის მინისტრი შეიძლება გახდეს

"ინტერპრესნიუსის" ცნობით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ხვალ გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს. არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა განიხილება. აღსანიშნავია, რომ ბაჩიაშვილმა თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა გუშინ მოულოდნელად დატოვა და მის ადგილზე ცოტნე ებრალიძე დაინიშნა.

გიორგი ბაჩიაშვილი თანაინვესტირების ფონდს, მისი დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა. ფონდი ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს დააარსა. ბაჩიაშვილის შესახებ მედიაში ბევრი არაფერი დაწერილა. მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილია. AMBEBI.GE მისი პერსონით დაინტერესდა:

31 წლის გიორგი ბაჩიაშვილი პროფესიით ფინანსისტია, ის წლების მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა. მისი მშობლები ექიმები არიან, ასევე ჰყავს და ნინო ბაჩიაშვილი, რომელიც წარსულში სამოდელო სააგენტო "ნატალის" მოდელი იყო და წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა. იხილეთ სრულად