მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა - კვირის პალიტრა

მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა უკვე დატოვა. ამის შესახებ ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უკვე მოაწერა ხელი. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას ნათია თურნავა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე გიორგი ქობულიას მოადგილე იყო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა და ამ პოზიციას 9 თვის განმავლობაში იკავებდა.