რა ქონებას ფლობს ნათია თურნავა, რომელმაც ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია შეცვალა - კვირის პალიტრა

რა ქონებას ფლობს ნათია თურნავა, რომელმაც ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია შეცვალა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია ნათია თურნავამ შეცვალა. თურნავას მანამდე მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.

"ბიზნესპრესიუსი" დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს ახალი მინისტრი. 2018 წლის 14 ნოემბერს შესვებულ დეკლარაციაში თურნავას წინა თანამდებობაზე მიღებული შემოსავალი არ აქვს მითითებული. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრომდე 2013-2018 წლებში თურნავას "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა.

რაც შეეხება მის დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკის მინისტრი ფლობს: 130,79 კვადრატული მეტრისა და 137,21 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინას თბილისში; ასევე დედაქალაქში მდებარე 20,3 კვ. მეტრის ავტოფარეხსა და 1 615 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მცხეთაში. მის მფლობელობაშია ავტომობილი Mercedes Benz ML class, რომელიც მინისტრმა 2014 წელს 43 000 დოლარად შეიძინა. გაგრძელება